ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით თურქეთის
რესპუბლიკიდან საქართველოში 24 500 კილოგრამი კარტოფილით დატვირტული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კონტროლის პროცედურების გავლისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ კვლევისათვის აღებულ ნიმუშში საკარანტინო მავნე ორგანიზმი (Synchytrium endobioticum) აღმოჩნდა.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება.