ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა სხვლა-ფორმირების საგაზაფხულო
სამუშაოები დაიწყო.
სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქის ცენტრში, მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ვარდის ბუჩქები გასხლეს და მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს.
გამწვანების სამსახური ასევე ყოველდღიურად ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს სხვადასხვა სახის საგაზაფხულო სამუშაოებს .