logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი ფოფხაძე - ბედუკაძე ამბობს, რომ ყველა ვიდეო ბაჩო ახალაიასთან მიდიოდა
გიორგი ფოფხაძე - ბედუკაძე ამბობს, რომ ყველა ვიდეო ბაჩო ახალაიასთან მიდიოდა
11:11 20.09.2012
„მე-9 არხის“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი, ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი, ამჟამად  ბრუსელში მყოფი ვლადიმერ ბედუკაძე, რომელმაც პატიმართა წამების ფაქტები გადაიღო, სისტემის მსხვერპლი იყო.

„ბედუკაძე აცხადებს, რომ ციხის დირექტორის დავალებით მას მისცეს კამერა, რომლითაც ყველაფერი უნდა გადაეღო. ეს გრძელდებოდა ძალიან დიდი ხანი. ეს კაცი მეუბნება, რომ ერთ დღეს დადგა მომენტი, როდესაც ეს უკვე აღარ შემეძლოო“-აღნიშნა ფოფხაძემ ეკა ბერიძის გადაცემა „მთავარ კითხვაში“.

ჟურნალისტის განმარტებით, ბედუკაძე აცხადებს, რომ ყველა ვიდეო შს ახლანდელ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან მიდიოდა. ამ საკითხზე მან „ფაინენშელ თაიმსთანაც“ ისაუბრა.

„ციხის უფროსი ახალაიას აჩვენებდა ამ კადრებს იმისთვის - ნახეთ, ჩვენ რა კარგად ვმუშაობთო“-განაცხად ფოფხაძემ.

ამასთან, ფოფხაძე სისულელეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ბედუკაძემ მასალის გასაჯაროებაში ვინმესგან ფული აიღო. ჟურნალისტი აცხადებს, რომ სამი თვის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილ თანამშრომელს ბრიუსელში მეგობრები ინახავდნენ.

ჟურნალისტი აცხადებს, რომ ბედუკაძე სამსახურიდან არ გამოუშვიათ, მან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა.

გარდა ამისა, ფოფხაძის განმარტებით, პატიმრების წამების კადრების გასაჯაროება მას შსს-ს მიერ გავრცელებულმა ვიდეომ დააჩქარებინა.

„მე-9 არხის“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი აცხადებს, რომ წამების შემზარავი ფაქტების ამსახველი ვიდეო-კადრების გაშვება „მე-9 არხის“ ეთერით მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შსს-მ გაავრცელა კადრები და განმარტა, რომ პატიმრის ცემა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა პატიმარმა თამაზ თამაზაშვილმა ფულის სანაცვლოდ შეუკვეთა.

ფოფხაძე მომხდარის ვერსიებზეც საუბრობს. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთმა ევროდეპუტატმა, რომელსაც ვიდეო თავად ფოფხაძემ დაუტოვა, დაიბარა საქართველოს ელჩი და საქართველოს ციხეებში არსებულ ვითარებაზე განმარტება მოსთხოვა.

დეპუტატის ვინაობას ჟურნალისტი არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ის ფრანგი „მწვანეების“ წარმომადგენელია.

„ამის შემდეგ ელჩი გამოვიდა, დარეკა მიხეილ სააკაშვილთან და მოაწყვეს ის სპექტაკლი. მე ვიყავი იძულებული, გამეკეთებინა კონტრშეტევა“-აღნიშნა მან და დასძინა, რომ სწორედ ამის შემდეგ დაურეკა „მე-9 არხის“ დირექტორს და კადრების ნაწილის გაშვება სთხოვა.

ჟურნალისტი აცხადებს, რომ ვიდეოს გასაჯაროება მანამდე არ იგეგმებოდა, ვიდრე ბედუკაძის ოჯახი საქართველოს არ დატოვებდა და მათი უსაფრთხოება დაცული არ იქნებოდა. მისი თქმით, ბედუკაძეს მცირეწლოვანი შვილები ყავს და მისი ოჯახი, ფაქტორივად, მძევალია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა