logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
განათლების სამინისტრომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები განახლებული რეკომენდაციებით უზრუნველყო
განათლების სამინისტრომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები განახლებული რეკომენდაციებით უზრუნველყო
12:17 11.02.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დასწრებითი სწავლების პირობებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით, სკოლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უკვე ინფორმირებულია და სსსმ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის ორგანიზება სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს.

15 თებერვალს მოსწავლეების საკლასო ოთახში დაბრუნებისთვის თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს განახლებული რეკომენდაციების მიხედვით გეგმავს. აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ეწვია და მზადების პროცესს ადგილზე გაეცნო.

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ განახლებული რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას დაეხმარება, სასწავლო პროცესი სსსმ მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების გათვალისწინებით დაგეგმოს.

ეკა დგებუაძის თქმით, 202-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულად აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით, შენობაში მოწყობილია რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი და საიზოლაციო სივრცე. გარდა ამისა, უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით, ადგილზე მუშაობენ მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტები, რომლებიც მოსწავლეებს სასკოლო გარემოში ჰიგიენის ნორმების დაცვის მიმართულებით უწევენ დახმარებას.

ეკატერინე დგებუაძემ ყურადღება გაამახვილა მშობლებისთვის შეთავაზებულ დამატებით შესაძლებლობაზე, რომლის თანახმად, მშობელს ეძლევა საშუალება, არჩევანი გააკეთოს დისტანციურ და დასწრებით სწავლებას შორის. შესაბამისად, დისტანციური სწავლების მსურველ სსსმ მოსწავლეთა მშობლებსაც შეუძლიათ, დაარეგისტრირონ მოზარდი სპეციალურად შექმნილ პორტალზე და მოსწავლემ სახლის პირობებში, დისტანციური ფორმით, განაგრძოს სწავლა.

განახლებული რეკომენდაციები სსსმ მოსწავლეებისთვის პირბადის მოხმარების წესებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლის მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სკოლაში V-XII კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელია პირბადის ტარება. დეტალური ინსტრუქციები დაეგზავნება სკოლებს და ისინი უზრუნველყოფენ მშობლების ინფორმირებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა