დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ფეიქართა, შეშელიძის და წყალსადენის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო
10:00 საათიდან 12:00 საათამდე ცოტნე დადიანის, ტოროშელიძის, ავთანდილ ღოღობერიძის და ღრმაღელის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
ამასთან, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ივანე ბერიტაშვილის ქუჩის მოსახლეობა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე კი თორაძის და მაყაშვილის ქუჩების მოსახლეობა.