logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სკოლების მზადყოფნას ადგილზე ეცნობა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სკოლების მზადყოფნას ადგილზე ეცნობა
11:29 10.02.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებამდესკოლების მზადების პროცესს ადგილზე ეცნობა. ეკატერინე დგებუაძე თბილისის 150-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც 15 თებერვალს მოსწავლეთა მისაღებად ემზადებიან.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 150-ე საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის ბუნებრივ ფორმატში აღსადგენად სრულ მზადყოფნაშია. სკოლა ზედმიწევნით იცავს სამინისტროს რეკომენდაციებს და აკმაყოფილებს ყველა სანიტარულ-ჰიგიენურ სტანდარტს.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აღჭურვილია: პირბადეებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო ხსნარებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით, შენობაში დამონტაჟებულია სპეციალური დისპენსერები, მოწყობილია ცხელების ოთახი და საკლასო ოთახებში მერხებს შორის დაცულია ერთმეტრიანი დისტანცია.

ეკატერინე დგებუაძემ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით მშობელთა ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათთან კომუნიკაცია მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, სამინისტროს ინიციატივით, სკოლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ მოსწავლეთა მშობლებთან. ადმინისტრაცია მათ აწვდის ყველა სიახლეს, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, რომ 150-ე საჯარო სკოლის პერსონალი და პედაგოგები, ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, უკვე დარეგისტრირებული არიან შრომის ინსპექციის სპეციალურ პორტალზე. შესაბამისად, სკოლის თანამშრომლების 20%-ს ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდება სავალდებულო ტესტირება.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის სისტემური ტესტირება, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში დაბრუნების პარალელურად, მთელი ქვეყნის მასშტაბითგაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებამდე უზრუნველყო როგორც საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს შრომის პირობების ინსპექტირების სამსახური აკვირდება და ამ მიმართულებით სკოლებში მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა