„მე-9 არხის“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის ამსახველი კადრები მას ჟურნალისტმა
ირმა ინაშვილმა მიაწოდა, რომელსაც საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ და წარუდგნენ, როგორც, როგორც ვანო მერაბიშვილის დავალებით მისული ხალხი და ეს მასალა გადასცეს.
„მას უთხრეს, რომ ადამიანი, რომელმაც ეს კადრები გადაიღო, უკვე ბრიუსელშია გასული. ეს მოხდა, დაახლოებით, მაისის ბოლოს-ივნისის დასაწყისში. ირმა ჩამოვიდა და მომიტანა ეს კადრები“-აცხადებს ფოფხაძე.
მისი თქმით, კადრები, რომელიც ტელეკომპანიის ეთერით გავიდა, 1,5 საათიანი მასალის მხოლოდ მცირე ნაწილია. მასალაში ასახული ფაქტები 2010-2011-1012 წლებს განეკუთვნება.
ჟურნალისტის განცხადებით, ამის შემდეგ მას შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაუკავშირდა და ბრიუსელში მყოფ ვლადიმერ ბედუკაძესთან შეხვედრა სთხოვა. ვლადიმერ ბედუკაძე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელია, რომელმაც პატიმართა წამების ფაქტები გადაიღო.

















