logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ComCom ანალიტიკით 5 თვეში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ 1500-მდე ანგარიში გაიგზავნა
ComCom ანალიტიკით 5 თვეში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ 1500-მდე ანგარიში გაიგზავნა
15:51 08.02.2021
კომუნიკაციების კომისია უკვე 5 თვეა სატელეკომუნიკაციო სფეროს ტენდენციებით დაინტერესებულ პირებს ინოვაციურ და კომფორტულ სერვისს - ComCom ანალიტიკას სთავაზობს. კომისიის ანალიტიკურ პორტალზე უკვე 3000-ზე მეტი მომხმარებელია დარეგისტრირებული, ComCom ანალიტიკით კი 5 თვეში 1500-ამდე ანგარიშია მომხმარებლებთან გაგზავნილი.

ანგარიშებში, რომელიც დაინტერესებულ პირებს ეგზავნებათ, მაუწყებლობისა და ტელეკომ სფეროს შესახებ დეტალური ინფორმაციაა თავმოყრილი, რომელიც აძლევთ შესაძლებლობას სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ მუდმივად განახლებულ და ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ. ComCom ანალიტიკაზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს მარტივი ავტორიზაციით რამდენიმე წუთში შეუძლია, რის შემდეგაც მომხმარებლები მითითებულ მეილზე უფასოდ მიიღებენ მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას.

ComCom ანალიტიკაში თავმოყრილია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სატელეკომუნიკაციო სფეროში ხდება, მაგალითად ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა: ერთი აბონენტის მიერ მოხმარებული ინტერნეტის ოდენობა, მობილური კომუნიკაციების მოხმარების ტენდენციები, სფეროში მოქმედი კომპანიების შემოსავლები, ერთი ადამიანის მიერ სატელეკომუნიკაციო მომსახურებებში დახარჯული საშუალო დრო/თანხა და სხვა. ასევე, მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს სამაუწყებლო ბაზარზე არსებულ ტენდენციებს: ერთი მაყურებლის მიერ სხვადასხვა ჟანრის გადაცემებისთვის დათმობილ დროს, გადახვევის ან/და პირდაპირი რეჟიმისთვის დათმობილ დროს, ინფორმაციას მაუწყებელთა დაფინანსების წყაროების შესახებ და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ ComCom ანალიტიკის ყველა გამომწერს აქვს შესაძლებლობა, თავად აირჩიოს ანგარიშის გამოწერის პერიოდულობა, მიუთითოს თუ რომელი სფეროს შესახებ სურს ინფორმაციის მიღება - ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტზე, მობილურ მომსახურებასა თუ მაუწყებლობაზე. კომუნიკაციების კომისია აგრძელებს ინოვაციური სერვისების დანერგვას და განვითარებას, რათა ეფექტურად უპასუხოს სფეროში არსებულ გამოწვევებს და საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს სატელეკომუნიკაციო სფეროს ტენდენციებზე ინფორმაცია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა