logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა ესტონეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები განიხილა
მიხეილ ჩხენკელმა ესტონეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები განიხილა
12:20 06.02.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რინა კალიურანდს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის გაფართოების შესძლებლობები განიხილა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით Covid-19-ის პანდემიის პირობებში. მინისტრმა ელჩს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება გააცნო, რომლის საფუძველზე 15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

მიხეილ ჩხენკელმა ელჩს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ზოგადი განათლების მიმართულებით ესტონეთის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტი, რომელიც საშუალო საფეხურის, მე-11-მე-12 კლასების, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას ითვალისწინებდა. შედეგად, შეიქმნა მესამე თაობის დოკუმენტი, რომელიც თითოეული მოსწავლის უნარების განვითარებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით საჯარო სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისა და განათლების ექსპერტების მობილობის საკითხებიც.

მიხეილ ჩხენკელმა და რინა კალიურანდმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ორი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარებისა და ესტონეთის მხარესთან თანამშრომლობის გაფართოების გზებზე იმსჯელეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური სივრცე. მიხეილ ჩხენკელის თქმით, უნივერსიტეტი საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება და ორიენტირებულია ხარისხზე, შესაბამისად, სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აქ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან, რომელსაც ეფუძნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი საგანმანათლებო პროგრამები. საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ქართველებთან ერთად უცხოელი პროფესორებიც არიან ჩართული.

მინისტრმა ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ ისაუბრა, სადაც განთავსდება ორი ციკლოტრონი. აქედან ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით პროცესს ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. აღსანიშნავია, რომ ადრონული თერაპიის ცენტრს აფინანსებს და ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. იგეგმება ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება უცხოელ მეცნიერთა ჩართულობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი მიესალმება ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით პროცესში ესტონეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ჩართულობას. ესტონეთის ელჩმა, თავის მხრივ, ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა