ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით. ონის მუნიციპალიტეტში გზების
მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს.
გაიწმინდა სოფელ ღების და გლოლის მიმართულებით საავტომობილო გზები.
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა, მიმდინარე სამუშაოები, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
გზების წმენდის სამუშაოები საჭიროების შემთხვევაში სხვა სოფლებშიც გაგრძელდება- აცხადებენ ონის მერიაში.