logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგიასა და სააგენტოს სამომავლო განვითარების მიმართულებებზე იმსჯელეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგიასა და სააგენტოს სამომავლო განვითარების მიმართულებებზე იმსჯელეს
13:33 05.02.2021
ეროვნული სატყეო პროგრამის მე-4 სამუშაო ჯგუფის ,,ინსტიტუციური რეფორმა“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეებმა ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგია, ასევე, სამოქმედო გეგმა (2021-2026) განიხილეს და ეროვნული სატყეო სააგენტოს სამომავლო განვითარების მიმართულებებზე იმსჯელეს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„2020 წელს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავდა და რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ტყის მართვის ამჟამად არსებულ პრაქტიკას. კოდექსის აღსრულებისთვის აუცილებელია ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმირება და მართვის ახალი მოდელის შექმნა, რაც გულისხმობს სატყეო სააგენტოს ტყის მართვის მრავალმიზნობრივ უწყებად ეტაპობრივ გარდაქმნას.

სააგენტო უფლებამოსილი გახდება, მართოს ტყე და ტყითსარგებლობიდან მიღებული შემოსავლების რეინვესტირება ტყის აღდგენაში, ხანძრების პრევენციაში, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტყის მართვის სხვა საქმიანობებში განახორციელოს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, იური ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტრატეგიული გეგმის შემუშავების დროს, სააგენტომ გაითვალისწინა ყველა ის ფაქტორი, რამაც უნდა განაპირობოს ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელება.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით (2021-2026) განისაზღვრა ის ძირითადი აქტივობები, რომლებიც განხორციელდება მომდევნო 5 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შეიქმნება მართვის ახალი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიან ტყითსარგებლობას“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სატყეო სექტორის განვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. ეროვნული სატყეო პროგრამა (NFP) კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის CENN და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ მხარდაჭერით ხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა