logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ეკატერინე დგებუაძე სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო
ეკატერინე დგებუაძე სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო
11:51 05.02.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მაჟორიტარ დეპუტატ შალვა კერესელიძესთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლას ეწვია და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ პატარა ქანდის საჯარო სკოლის განახლებულ შენობაში სწავლა-სწავლების პროცესი ჩვეულ ფორმატში, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. მინისტრის პირველმა მოადგილემ მოსწავლეებს მიულოცა საკლასო ოთახში დაბრუნება და აღნიშნა, რომ 15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი დასწრებითი ფორმით გაგრძელდება. მისი თქმით, სკოლებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზადყოფნა აქვთ.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები, ასევე, სკოლები სრულად უზრუნველყოფილია ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მასწავლებლებს ონლაინ სწავლების დროს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ პედაგოგებმა დიდი წვლილი შეიტანეს გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნებაში.

პატარა ქანდის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 2019 წელს ბიზნესმენ ვაჟა უსანეთაშვილის დაფინანსებითა და მხარდაჭერით განხორციელდა, საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული ურთიერთანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებშიგანახლდა სახურავი, გამოიცვალა წყალგაყვანილობა, გაკეთდა თბოიზოლაცია, გარემონტდა სველი წერტილები, საკლასო ოთახები, დერეფნები, ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი, შემოიღობა ეზო, მოეწყო რეკრეაციული სივრცე, ღია სპორტული მოედანი და სავალი ბილიკები.

პატარა ქანდის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პროექტი სკოლის გაფართოებასაც მოიცავდა. კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე აშენდა დამატებითი ფართი, სადაც მოეწყო თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი საკლასო ოთახები, რესურს ოთახი, სამასწავლებლო, ადმინისტრაციის კაბინეტი და სააქტო დარბაზი. სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ ჯამში 450 000 ლარი შეადგინა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განახლებული შენობა 200 მოსწავლეზეა გათვლილი და ის სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის. ამასთან, გაფართოებული ინფრასტრუქტურა სკოლას აძლევს შესაძლებლობას, ახალი სასწავლო წლიდან, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად, საშუალო საფეხურის მოსწავლეებიც მიიღოს.

სოფელ პატარა ქანდაში განახლებული სასკოლო ინფრასტრუქტურა მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ნარიმანიძემ და ბიზნესმენმა ვაჟა უსანეთაშვილმა მოინახულეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა