კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის"
(EDEC) შიდა ქართლის რეგიონის წარმომადგენლებმა ნინო მეგრელიშვილმა და თამარ ბიგანიშვილმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირის დამყარება დასაქმებისთვის (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ წარმოადგინეს. ცენტრი პროექტს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს ექვს რეგიონში, მათ შორის შიდა ქართლშიც ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს სამუშაოს მაძიებლებისათვის სწავლის, კარიერული ორიენტაციისა და დასაქმების სერვისების განვითარებას და ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე კერძო-საჯარო პარტნიორობის განვითარებას, შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასებას, მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების პროგრამების შემუშავებას, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების პროგრამების განხორციელებას.
პროექტი სამწლიანია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც პროექტით გათვალისწინებულ შერჩევის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
პროექტის წარდგენას დაესწრნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი, მერიის ეკონომიკური განვითარების, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის, ადმინისტრაციული სამსახურების წარმომადგენლები.
განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი 2008 წლის 10 იანვარს დაფუძნდა. ორგანიზაცია ოთხი მიმართულებით მუშაობს: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ბავშვთა დაცვა, ეკონომიკური განვითარება და განათლება.
ცენტრის ოთხი პროგრამული მიმართულების ფარგლებში სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, რომლებიც ორგანიზაციის მისიის და პროგრამული მიზნების მიღწევას ემსახურება.
მერიასა და ცენტრს შორის დაისახა სამომავლო ურთიერთ თანამშრომლობის პერსპექტივები.
ორგანიზაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მათ გვერდზე: https://edec.ge/newsitem/610.