საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს
ჰიდროგრაფიულ სამსახურში" სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინიციატივით ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში მიმდინარე პროექტის პრაქტიკული განხორციელების ფაზა დაიწყო.
ამ ეტაპზე საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის კორეული მხარის მიერ გადმოცემული ტექნიკის ინსტალირება და ადგილობრივი კადრების დატრენინგება მიმდინარეობს.
ჰიდროგრაფიული მოწყობილობები (TRBM) ორ სხვადასხვა ლოკაციაზე, ფოთისა და ყულევის აკვატორიაში, ზღვის ფსკერზე იქნა განთავსებული.
ისინი წყლის დინების მიმართულების, წყლის მახასიათებლების და სიჩქარის განსაზღვრას, ასევე მოპოვებული ინფორმაციის დაარქივებას ახორციელებენ.
აპარატურა მობილურია და მისი გადაადგილება ზღვის ნებისმიერ რაიონშია შესაძლებელი.
აღნიშნული მოწყობილობით მოპოვებული ინფორმაცია აუცილებელია საზღვაო საქმიანობის განხორციელებისა და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
კორეული მხარის მიერ გადმოცემული ტექნიკის ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს.