logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: თურქეთიდან ვიზიტორებს საქართველოში გამარტივებული წესით, PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოსვლა შეეძლებათ
ნათია თურნავა: თურქეთიდან ვიზიტორებს საქართველოში გამარტივებული წესით, PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოსვლა შეეძლებათ
14:15 03.02.2021
იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორებს საქართველოში გამარტივებული წესით, PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოსვლა შეეძლებათ, თურქეთის რესპუბლიკაც დაემატა, - ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

„თურქეთი ჩვენი დიდი მეზობელია, იქიდანაც ველოდებით ვიზიტორებს ამ გამარტივებული წესებით - PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და მესამე დღეს საქართველოში იმავე ტესტის ჩაბარებით. ეს არის დამაიმედებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურიზმის სექტორისთვის, რადგან ჩვენი მეზობელი ქვეყანა ყოველთვის იყო ტურისტების წყარო და ასევე თურქეთიდან ბევრი ბიზნეს-ვიზიტორი გვსტუმრობს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, დაახლოებით 15 თებერვლიდან ავიაკომპანიები და საერთაშორისო ფრენების რაოდენობა გააქტიურდება, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე არ იქნება კრიტიკული ზრდა, მაგრამ გარკვეულწილად მოიმატებს.
„ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ჩვენ საკმაოდ ნათელი, მკაფიო და კარგად გააზრებული წესები გვაქვს ქვყანაში შემოსვლის, საერთაშორისო ვიზიტორების შემოყვანის. როგორც იცით ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს წესებიც გარკვეულწილად შემსუბუქდა, და ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან რეზიდენტი, ვისაც აქვს თავისი ქვეყნის მიერ გაცემული სრულყოფილი ვაქცინაციის მოწმობა, უპირობოდ და ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე შემოდის ქვეყანაში", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ქვეყნების სიას, საიდანაც ნებისმიერი ვიზიტორი საქართველოში შემოდის ნეგატიური PCR ტესტის პასუხით და ვალდებულია, აქ მე-3 დღეს კვლავ ჩაიტაროს ტესტირება. „როგორც თავის დროზე განვაცხადეთ, ამ ქვეყნების სია გადაიხედება ხოლმე, იცვლება სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის წინაშე დგას და ჩვენი ამოცანაა, რომ მას ჟანგბადი ჩავასუნთქოთ და ნელ-ნელა ამოსუნთვა დაიწყოს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა