ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა.
„საინტერესო შეხვედრა მქონდა განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის მინისტრ ბატონ ჩხენკელთან.
გაერთიანებული სამეფო მოხარულია მხარი დაუჭიროს სამინისტროს მნიშვნელოვან პროგრამებს. იქნება ეს ბრიტანეთის საბჭოს მეშვეობით ინგლისური ენის მასწავლებლებთან მუშაობა, პროფესიული განათლება, თუ კულტურის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება, დიდი ბრიტანეთი, საქართველოს პარტნიორია".
იხილეთ ბმული: https://twitter.com/markclaytonfcdo/status/1356604362513129474?s=21&fbclid=IwAR1DDYpQLO-2bS_fpP2NVcmyLpIBl5696sfLpt93amraDEYvgxwlla5A9oA
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს სამინისტროში 2 თებერვალს უმასპინძლა და მასთან განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.
მიხეილ ჩხენკელმა ელჩს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას ხელს განსაკუთრებულად უწყობს ბრიტანეთის საბჭო საქართველოში (British Council).
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს Covid-19-ის პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით.