logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა
მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა
10:32 03.02.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან საქართველოში ვიქტორია ჰორვატთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან უმაღლესი განთლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.

მიხეილ ჩხენკელმა ელჩს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის, მათ შორის, საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული წარმატებულიგაცვლითი სასტიპენდიო პროგრამისთვის – “StipendiumHungaricum“, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, განათლება მიიღონ უნგრეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სხვადასხვა სფეროში. უნგრეთის ელჩმა აღნიშნა, რომ პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს Covid-19-ის პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით. მინისტრმა ვიქტორია ჰორვატს საკოორდინაციო საბჭოს სამოქმედო გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ 1-ლი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისის, ქუთაისის და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა. რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, აღნიშნული ქალაქების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლება დასწრებული ფორმით გაგრძელდება.

მიხეილ ჩხენკელმა და ვიქტორია ჰორვატმაგანათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტზე – ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის განვითარებისა და თანამშრომლობის გაფართოების გზებზე იმსჯელეს.

მიხეილ ჩხენკელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკასსაგანმანათლებლო პროგრამების წამყვან უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით შემუშავების შესახებ. მისი თქმით, უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედებს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგიური საბაკალავრო პროგრამები. მომდევნო წლებში ამგვარი მიდგომა გაგრძელდება და გაჩნდება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე დაფუძნებული ახალი საგანმანათლებლო პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის.ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მისი და მისი ოჯახის ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური სივრცე.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ადრონული თერაპიის ცენტრს, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად განხორციელდება თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. მკურნალობისათვის განკუთვნილი იქნება ერთი ციკლოტრონი, ხოლო სპეციალურად სამეცნიერო კვლევებისათვის კი – მეორე. დაგეგმილია მისი გამოყენება ერთობლივი სამეცნიერო კვლევების საწარმოებლად, რომელში მონაწილეობის მიღება შეეძლება უცხოელ მეცნიერებს, მათ შორის, დაინტერესების შემთხვევაში, უნგრელ მეცნიერებსაც. ვიქტორია ჰორვატმა, თავის მხრივ, ამ მიმართულებით ადრონული თერაპიის ცენტრთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, მათ შორის, კვლევებში ახლაგაზრდა მეცნიერების ჩართვის თვალსაზრისით.

მიხეილ ჩხენკელმა და ვიქტორია ჰორვატმა შეხვედრაზე აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე იმსჯელეს, როგორც უმაღლესი, ასევე, პროფესიული განათლების საფეხურზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ამჟამად პროფესიული კოლეჯის განვითარების პროცესი მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა აგრარული პროგრამის დანერგვა და განხორციელება იგეგმება. უნგრეთის მხარის ჩართულობა ამ პროცესში პროფესიული პროგრამების განვითარებას დაეხმარება და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.

მხარეებმა კულტურისმიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს, მათ შორის, ქართულ-უნგრული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, „მიხაი ზიჩის კულტურული მარშრუტის“ შექმნის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა