logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრთან ერთად ზედა საქარის ახლადაშენებული საჯარო სკოლა მოინახულა
მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრთან ერთად ზედა საქარის ახლადაშენებული საჯარო სკოლა მოინახულა
16:12 01.02.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის ახლადაშენებული საჯარო სკოლა მოინახულა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნება მიულოცა.

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ვესტუმრეთ ზედა საქარის თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ საჯარო სკოლას და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საკლასო ოთახში დაბრუნება მივულოცეთ.

მოხარული ვარ, რომ ადგილობრივმა მოსწავლეებმა სწორედ ახალი შენობის კედლებში შეძლეს სასწავლო პროცესის გაგრძელება. თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
ანალოგიური პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, რადგანაც ჩვენი გუნდისთვის უმთავრესია ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენს ბავშვებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა.

როგორც მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარაში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა. რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, აღნიშნული ქალაქების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლება დასწრებული ფორმით გაგრძელდება.“


მიხეილ ჩხენკელმა ზედა საქარის სკოლის მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა პანდემიის დროს გაწეული ღვაწლისათვის განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნების პროცესში. მინისტრმა აღნიშნა, რომ მასწავლებლები, სახელოვან ექიმებთან ერთად, ფრონტის წინა ხაზზე დგანან და თანამედროვეობის გმირებს წარმოადგენენ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის ახლადაშენებული სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი. თანამედროვე ტიპის სამსართულიანი სკოლის შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლაში მოეწყო სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, კომბინირებული სპორტული დარბაზი. ეზოში კეთილმოეწყო საბავშვო მოედანი.

სამშენებლო სამუშაოები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ევროსტანდარტების მქონე, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალების გამოყენებით სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის ღირებულება 4,5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობდა: აშენდა 30 სკოლა; 60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება; 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები; სრულად განახლდა 9 საჯარო სკოლა და ხოლო ნაწილობრივ – 150-ზე მეტი; დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა