logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა ლიეტუვის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა და განათლების სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები განიხილა
მიხეილ ჩხენკელმა ლიეტუვის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა და განათლების სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები განიხილა
11:07 30.01.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს Covid-19-ის პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით. მინისტრმა ანდრიუს კალინდრას საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები და სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახებში – დაბრუნებას ითვალისწინებს.

მიხეილ ჩხენკელმა ელჩს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და განსაკუთრებით გამოყო ორი მნიშვნელოვანი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონულითერაპიის ცენტრი, რომლებიც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის კუთხით უმნიშვნელოვანეს წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ამის თვალსაჩინო მაგალითია უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი პროგრამები, რომლებიც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. ამგვარი მიდგომა შენარჩუნდება და მომდევნო წლებში უნივერსიტეტში განათლების სამივე საფეხურისათვის გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე იქნება დაფუძნებული. ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტიც, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელი პროფესორები კითხულობენ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში მიიღონ უმაღლესი დონის განათლება.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უაღრესად მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევითი პროცესი. უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ადრონული თერაპიის ცენტრი სწორედ მეცნიერების განვითარებას შეუწყობს ხელს. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი. აქედან ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით პროცესს ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. აღნიშნულ კვლევებს ქართველ მეცნიერებთან ერთად ცნობილი უცხოელი მეცნიერები განახორციელებენ. მიხეილ ჩხენკელის თქმით, მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ქუთაისში. აღსანიშნავია, რომ ადრონული თერაპიის ცენტრს აფინანსებს და ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

მიხეილ ჩხენკელმაყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით ქვეყანაში ევროპული სივრცის სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობას. მისი თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანება. საქართველოს უნივერსიტეტების ავტორიზაციისა და თითოეული პროგრამის აკრედიტაციის პროცესებში კი, ქართველებთან ერთად, ევროპელი ექსპერტებიც აქტიურად არიან ჩართული.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მზადება ევროკავშირის ახალი პროგრამისთვის “Horizon Europe”, რაც საქართველოს გაუხსნის გზას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ. მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება როგორც გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების რაოდენობა.

შეხვედრაზე მხარეებმა კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს. თავის მხრივ, ანდრიუს კალინდრამ თანამშრომლობის გაფართოების მზადყოფნა გამოთქვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა