logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ამირან გამყრელიძე: დადებითობის მაჩვენებელი დღეს, ბოლო 3 თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლები - 3.5 %-ია და ამას შენარჩუნება სჭირდება
ამირან გამყრელიძე: დადებითობის მაჩვენებელი დღეს, ბოლო 3 თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლები - 3.5 %-ია და ამას შენარჩუნება სჭირდება
19:00 29.01.2021
დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ხშირად ჟღერდება ბოლო დღეების განმავლობაში, დღეს არის, ბოლო 3 თვის განმავლობაში, ყველაზე ნაკლები - 3.5 %, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტაბილიზაციის მაჩვენებელს ბოლო 7 და 14 დღეში.

„დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ხშირად ჟღერდება ბოლო დღეების განმავლობაში, დღეს არის, ბოლო 3 თვის განმავლობაში, ყველაზე ნაკლები - 3.5 %. ბოლო 7 დღეში გვაქვს - 4.7 %, ხოლო ბოლო 14 დღეში - 5.8 %. ბოლო 14 და 7 დღეს განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ სტაბილიზაციის თვალსაზრისით. ზოგადად, დადებითობის მაჩვენებელი იანვარში არის 8 % და ბოლო 30 დღის განმავლობაში 8.4 %“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ასევე ისაუბრა დადებითობის პროცენტის შედარებით მაჩვენებელზე ოქტომბერ-ნოემბერში და მოყოლებული ოქტომბერ-ნოემბრიდან, ყოველ 2 კვირეულ შუალედში.

„23 ოქტომბერი - 5 ნოემბერი გვქონდა 19%, 6-19 ნოემბერი - 24%, 20 ნოემბერო-3 დეკემბერი იყო პიკი და გვქონდა 30 %, თითქმის ყველა მე-3 გატესტილი იყო დადებითი, 4-7 დეკემბერი - 22%, წამოვიდა ქვემოთ, 18-31 დეკემბერი 14.5%, 1-14 იანვარი - 10.5 % და 15-28 იანვარი საშუალო გვაქვს 5.8%.

რაზეც ხშირად გესაუბრებით ხოლმე, რომ რამდენიმე ინდიკატორი, რომელსაც ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ეპიდსიტუაციის დახასიათებისთვის, ეს არის ინცინდენტობის მაჩვენებელი, ანუ ახალი შემთხვევები 7 დღეში, ახალი შემთხვევები 14 დღეში საშუალო, დადებითობის მაჩვენებელი, საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი, რეანიმაციების დატვირთვის მაჩვენებელი, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ ავადმყოფთა რაოდენობა და ა.შ. ეს ყველაფერი ბოლო თვის განმავლობაში მიდის სტაბილიზაციისკენ, სტაბილურად მცირდება, რაც ნიშნავს, რომ ინფექციის ცირკულაციის ინტენსივობა ქვეყანაში მცირდება, რაც რა თქმა უნდა, კარგია. როდესაც 669-ს შეადარებთ, როდესაც გვქონდა 5 000-ზე მეტი შემთხვევა, სერიოზული კლებაა, მაგრამ ეს 669-ც ჩვენი ქვეყნისთვის, პატარა ქვეყნისთვის სერიოზულია და ამიტომ, ამას შენარჩუნება სჭირდება იმ ძალიან ფრთხილი პოლიტიკით და ნაბიჯებით, რომელიც ერთობლივად უნდა გადაიდგას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა