დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, მირიანაშვილის, დემეტრე თავდადებულის, საბურთალოს, ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის და საირმის ქუჩების მოსახლეობას, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ვაშლიჯვრის დასახლების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ხიზაბავრის, ბოჭორიშვილის და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე სოფელი წავკისის მოსახლეობა.