logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ფილმის კანონდარღვევით განთავსებისთვის კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ჯი დი ეს თი ვი“ 5000 ლარით დააჯარიმა
არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ფილმის კანონდარღვევით განთავსებისთვის კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ჯი დი ეს თი ვი“ 5000 ლარით დააჯარიმა
19:34 28.01.2021
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ჯი დი ეს თი ვი“ ეთერში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ფილმის კანონდარღვევით განთავსების გამო 5000 ლარით დააჯარიმა და მაუწყებელს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება დაავალდებულა.

საქმე ეხება მხატვრულ ფილმს „მამაცი გული“, რომელიც შეიცავს ძალადობის, მკვლელობის, სექსუალური სცენებისა და სიშიშვლის ამსახველ კადრებს. აღნიშნული ფილმი ტელეკომპანია „ჯი დი ეს თი ვიმ“ სამაუწყებლო ბადეში კანონმდებლობით შეუსაბამო დროს და შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების გარეშე განათავსა. კერძოდ, „ჯი დი ეს თი ვის“ ეთერში ფილმი 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი ნიშანდებით 18:15 საათზე გავიდა, მაშინ, როდესაც 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი ფილმი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება განთავსდეს 6 საათიდან 21 საათამდე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ძალადობისა და მკვლელობის კადრების შემცველი გადაცემა 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის, ხოლო სექსუალური სცენისა და სიშიშვლის ამსახველი კადრების შემცველი გადაცემა 15 წლამდე მოზარდებისთვისაა შეუსაბამო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფილმს ამერიკის მხატვრული ფილმების ასოციაციის (Motion Pictures Association – MPA) მიერ მინიჭებული აქვს R კატეგორია, რაც გულისხმობს, რომ ფილმი შეუსაბამოა 17 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს გამართულ სხდომაზე ტელეკომპანია „ჯი დი ეს თი ვის“ წარმომადგენელმა თავადაც აღიარა სამართალდარღვევა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლის მიმართ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა გამოიყენა და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, ტელეკომპანიას კანონმდებლობის მოთხოვნების აღსრულება დაავალდებულა.

ამასთან, კომუნიკაციების კომისია თითოეული საკითხის განხილვისას მხედველობაში იღებს იმ ობიექტურ ფაქტორსაც, რომ არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების წესში შესული ცვლილებები 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლებს სჭირდებათ გარკვეული დრო სამაუწყებლო ბადეების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

შეგახსენებთ, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები მოზარდებს მაუწყებლებისა და ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან იცავს, მშობლებს კი, ეძლევათ მოქნილი მექანიზმი შვილები დაიცვან ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან, რომლებსაც მათ ფსიქიკაზე მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა