პრეზიდენტის რეზიდენციასთან ავლაბარში საპროტესტო აქციის მოლოდინში ოცდაათამდე ადამიანია შეკრებილი.
რეზიდენციასთან „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აქციის გამართვას 17.00 საათისთვის გეგმავდა, თუმცა, იგი ავლაბარში არ მისულა.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათ პატიმრების წამების წინააღმდეგ თავისი პოზიციის დაფიქსირება სურთ.
მათივე თქმით, თუ რეზიდენციასთან აქცია არ გაიმართება, ისინი სხვა ჯგუფებს შეუერთდებიან.
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია კი, ამ დროისთვის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება. მან მონაწილეებს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა, თუმცა, უშედეგოდ.

















