logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა
17:15 28.01.2021
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის შემცველი სიუჟეტის განთავსების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, ვინაიდან კომისიის მიზანი არა მაუწყებლების სანქცირება, არამედ უხამსობის შემცველი გადაცემებისგან მაყურებლების დაცვაა, სწორედ ამიტომ კომისიამ გამოიყენა თავისი კანონიერი უფლება და „მთავარ არხს“ სანქცია არ დააკისრა. კომისია მოუწოდებს „მთავარ არხს“ და ყველა მაუწყებელს დაიცვან კანონი, გაითვალისწინონ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არ განათავსონ ეთერში უხამსობა.

„მთავარი არხის“ საკითხი საჯარო სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ 21 იანვარს განიხილა, მაუწყებლის წარმომადგენლის არგუმენტები მოისმინა და გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე მიიღო. საქმე ეხება 2020 წლის 12 დეკემბერს „მთავარი არხის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ 21:57 საათზე გასულ სიუჟეტს, რომელიც არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებასა და უხამს გამონათქვამებს შეიცავს. კომუნიკაციების კომისიამ საკითხზე მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღებისას რამდენიმე მნიშვნელოვან სამართლებრივ საფუძველზე გაამახვილა ყურადღება.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით მაუწყებლებს ეკრძალებათ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას და რომელიც ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითადი უფლებების შემლახავია. კანონმდებლობის მიხედვით, უხამსობა განმარტებულია, როგორც „ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება“.

„მთავარი არხის“ სიუჟეტში გამოვლინდა ორი პრობლემური კომპონენტი: პირველი - გრაფიკული გამოსახულება, რომელსაც თან ერთვოდა აუდიონარატივი უხამს გამონათქვამზე კონოტაციით და მეორე - ჟურნალისტის გამონათქვამი, რომელშიც იგი პარლამენტს პრეზერვატივს ადარებდა, ხოლო კონტექსტის გათვალისწინებით პარლამენტის წევრებს მამაკაცის გენიტალიებს. კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ სიუჟეტში უხამსობის შემცველი კონოტაცია საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან თანხვედრაში არ არის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება არ გააჩნია.

კომუნიკაციების კომისიამ განხილვის შედეგად შეაფასა, რომ უხამსობის შემცველი გადაცემის განთავსებით მაუწყებლის მაყურებლის უფლებები დაირღვა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ „მთავარი არხის“ მიერ ეთერში განთავსებული უხამსობის შემცველი გადაცემა ზღუდავს მისი ადრესატების - ფინანსთა მინისტრისა და პარლამენტის წევრების პირად ცხოვრებას, კომისიას მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებამ გადაწონა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. სწორედ, ამიტომ კომისიამ არ დაადასტურა უხამსობის შემცველი პროგრამის განთავსებით ადრესატების - ფინანსთა მინისტრისა და პარლამენტის წევრების უფლების დარღვევა.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების იდენტიფიცირებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელების მედიუმს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით კი, კომუნიკაციების კომისიის ვალდებულებაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია, მაუწყებლებისა და მისი აუდიტორიის უფლებების დაცვა. კომისიამ განსაკუთრებულად უნდა დაიცვას აუდიტორიის, მსმენელებისა და მაყურებლების ძირითადი უფლებები და კანონიერი ინტერესები.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სიუჟეტი მაუწყებლის ეთერში 21:57 საათზე, საუკეთესო დროს განთავსდა, შესაძლებელია, რომ მას მაყურებლის დიდმა რაოდენობამ უყურა. მაუწყებლის აუდიტორიის წევრები კი დროის ამ მონაკვეთში, ასევე შესაძლოა ყოფილიყვნენ არასრულწლოვნებიც. არასრულწლოვნების ნორმალურ ფიზიკურ, მორალურ და მენტალურ განვითარებაზე პასუხისმგებლობა, როგორც წესი, მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს ეკისრებათ, თუმცა მათ არ შეიძლებოდა ჰქონოდათ იმის გონივრული მოლოდინი, რომ 21:57 საათზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში უხამსობის შემცველი, არასრულწლოვნისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენი სიუჟეტი განთავსდებოდა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში პასუხისმგებლობა გადადის მაუწყებელზე

გარდა იმისა, რომ სიუჟეტი არღვევს არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსება ასევე პრობლემურია სრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებთან მიმართებითაც. შესაბამისად, კომისიამ ასევე გაითვალისწინა იმ სრულწლოვანი მაყურებლების ინტერესები, რომლებიც არასრულწლოვნებთან ერთად ცხოვრობენ, უყურებენ ან უსმენენ სამაუწყებლო პროგრამებს. იმ შემთხვევაში, თუ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში იქნება უხამსობის შემცველი, არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი სიუჟეტები, მშობელი კარგავს გონივრულ შესაძლებლობას, ტელევიზიის საშუალებით მიიღოს სათანადო ინფორმაცია ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ბუნებრივია, სრულწლოვან პირებს აქვთ არჩევანის შესაძლებლობა, სხვა მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს უყურონ, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისია ეფექტურად არ მოახდენს რეაგირებას უხამსობის შემცველ გადაცემებზე, შესაძლოა, ნებისმიერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა გახდეს არაეთიკური სიუჟეტებით, უხამსი განცხადებებით და ქმედებებით გაჯერებული და მაყურებელს არჩევანი არ დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ მრავალფეროვან მედიაგარემოში ყველაზე დიდი პრობლემა, სწორედ ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემები და გამონათქვამებია, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს. უხამსობის შემცველი გადაცემების ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 7 დეკემბერს განცხადება გაავრცელა და მაუწყებლებს მოუწოდა, დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები და არ განათავსონ ეთერში ადამიანების ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი გადაცემები.

2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისია ვალდებულია განიხილოს და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, როდესაც მაუწყებლის ეთერში ადამიანის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი გადაცემის განთავსება ხდება.

მედიის მიერ უხამსობის შემცველი, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ფართოა საერთაშორისო მაგალითები და პრაქტიკა. ამ მიმართულებით საინტერესოა გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელი ორგანოს - კომუნიკაციების ოფისისა (Ofcom) და აშშ-ს ფედერალურ კომუნიკაციების კომისიის (FCC) მიერ მიღებული არა ერთი გადაწყვეტილება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა