საქართველოში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ფოთის ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის კურთხევა გადაიდო.
როგორც საპატრიქროს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ასევე, გადადებულია ახლო მომავალში დაგეგმილი ყველა სხვა საეკლესიო საზეიმო ღონისძიება.
„ციხეებში პატიმრების წამების შესახებ გუშინ და დღეს მასმედიის საშუალებით გავრცელებულმა კადრებმა შეძრა სრულიად საქართველო. ეს არის როგორც ქრისტიანული მორალით, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა და ამას არ შეიძლება ქონდეს რაიმე გამართლება“-ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

















