საქართველოს პარლამენტი, თითოეული დეპუტატი, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მხარდაჭერით, ხელს შეუწყობს, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ვაქცინაციის დაწყება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკომ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, რომელზეც დაგეგმილია აღნიშნული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.
„დღეს გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომლის ამოცანაც არის ხელმისაწვდომობის რაც შეიძლება სწრაფი გაზრდა კოვიდ ვაქცინაზე. ეს კანონპროექტი ვფიქრობ, რომ იქნება მხარდაჭერილი ყველასაგან და კიდევ უფრო გააადვილებს ვაქცინაციის დროულ დაწყებას, რაც ამ ეტაპზე პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.