დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის, სანდრო მირიანაშვილის, გოგი დოლიძის, გოგოლის, ჩუბინაშვილის და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას რუსთაველის გამზირის და ბესიკის ქუჩის მოსახლეობა, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვარკეთილისIII დასახლების I მიკრორაიონის, ილია სუხიშვილის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის და გუმათჰესის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე მუხიანის I მიკრორაიონის მოსახლეობა.