„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის გურამ ჩახვაძის გამოჩენის შემდეგ კანცელარიასთან დაძაბული სიტუაცია ამ დროისთვის განმუხტულია.
აქციის მონაწილეები ისევ მთავრობის კანცელარიის შენობასთან დაბრუნდნენ და დამატებითი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, კანცელარიის შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
აქციის ორგანიზატორები გურამ ჩახვაძის გამოჩენას წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებენ, როგორც უფლებამცველმა დაჩი ცაგურიამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, გურამ ჩახვაძის გამოჩენა პროვოკაციის მცდელობა იყო. მისი თქმით, ჩახვაძის თანმხლები პიროვნება აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
„ვცდილობდით ჩახვაძე დაგვეცვა, თუმცა, თუ მისი თანმხლები პირის განცხადებებს გავითვალსწინებთ, ეს იმის ეჭვის საფუძველს გვაძლევს, რომ მისი გამოჩენა მართლაც პროვოკაციის მცდელობა იყო“ - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

















