logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა
მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა
16:54 26.01.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან მიმდინარე ერთობლივი პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ და განათლების ყველა მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილა.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა სებასტიან მოლინეუსს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი რამდენიმე წელია სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომლის მხარდაჭერით საქართველოს განათლების სისტემაში არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, მსოფლიობანკისა და სამინისტროს 102,7 მილიონი დოლარის ღირებულების ერთობლივი პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ არ შეჩერებულა. პირიქით, პანდემიამ კიდევ უფრო გამოკვეთა სისტემის საჭიროებები, მათ შორის, სკოლებში ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობა. მართალია, ამ მიმართულებით სამინისტრო უკვე რამდენიმე წელიამუშაობს, თუმცა დისტანციური სწავლების დანერგვამ ეს პროცესი უფრო აქტიურ ფაზაში გადაიყვანა.

მიხეილ ჩხენკელმა სებასტიან მოლინეუსს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები და სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახებში – დაბრუნებას ითვალისწინებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ შეფასების მოდელზე –განმავითარებელშეფასებაზე, რომელიც პანდემიის შემდგომაც სისტემის განუყოფელ ნაწილად დარჩება. ხოლო მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა კომპლექსური დავალებების ელექტრონული რესურსები.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობასაც.

მიხეილ ჩხენკელმა პროფესიულ განათლებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო მხარდაჭერა. შესაბამისად, სამინისტრო ამ მიმართულებით არაერთ დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეფექტიანი შედეგების მისაღწევადსამინისტრო უზრუნველყოფს დონორ ორგანიზაციებთან კოორდინირებულ თანამშრომლობას.

მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი საჯარო განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება. დაფინანსების ახალი მოდელი გულისხმობს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო დაფინანსების მოცულობის განსაზღვრას „თვლად კრიტერიუმებზე“ დაფუძნებული ფორმულით, ხოლო რეგიონული უნივერსიტეტების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული იქნება მიზნობრივი სპეციალიზაციის ინდიკატორი, რაც ითვალისწინებს რეგიონში გამოკვეთილი პრიორიტეტული დარგების დაფინანსებას. ამასთან, სპეციალური მიდგომები იქნება გათვალისწინებული სახელოვნებო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებისას.

თავის მხრივ, სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკისა და სამინისტროს ერთობლივი პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ განვითარების სწორი გზით მიდის და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, მხარი დაუჭიროს განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს სხვადასხვა მიმართულებით.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის განათლების წამყვანი სპეციალისტი ნინო ქუთათელაძე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა