logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი გაგრძელდეს
მიხეილ ჩხენკელი: განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი გაგრძელდეს
16:46 26.01.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, განათლების სისტემა სკოლებში სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად სრულ მზადყოფნაშია.

როგორც ჩხენკელი განმარტავს, სამედიცინო პროტოკოლი სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული. ამასთან, მინისტრის თქმით, მასწავლებლები ტესტირებას რეგულარულად გაივლიან.

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ პირველ თებერვალს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, რუსთავის და ქუთაისისა, სკოლები მუშაობას უკვე საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. ეს ძალიან მნიშნელოვანია, რადგან სასწავლო პროცესისთვის ბუნებრივი გარემო რასაკვირველია, საკლასო ოთახია. რაც შეეხება თბილისს, რუსთავს და ქუთაისს სკოლებთან დაკავშირებით, ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველ მარტს მოხდება სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში გაგრძელება, თუმცა, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან. ჩვენ აქ ძალიან მკაფიო კრიტერიუმი გვაქვს, კერძოდ, თუ პირველ მარტამდეც, 7 დღის განმავლობაში, ინფიცირების მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, რასაკვირველია, ჩვენ განვიხილავთ რეგულაციის კიდევ უფრო შემსუბუქებას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. მკაფიოდ არის განსაზღვრული ეს კრიტერიუმი, რომელიც ჯანდაცვის სფეროდან მომდინარეობს და ცხადია, დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან. პირველ რიგში, ჩვენი ბავშვების, შვილების ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდეთ. თუკი, 7-დღიანი მაჩვენებელი 4%-ზე ჩამოვა, საშუალება გვექნება სასწავლო პროცესი თბილისში, რუსთავში და ქუთაისში უკვე საკლასო ოთახებში გაავგრძელოთ.

ჩვენი სისტემა - განათლების სიტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს, თვითონ სკოლებში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, ასე რომ, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ სკოლებში იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო“, - განაცხადა ჩხენკელმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა