logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მაია ბითაძე: ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებულია ურნები ნარჩენების სეპარირების განმსაზღვრელი ტექნოლოგიით
მაია ბითაძე: ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებულია ურნები ნარჩენების სეპარირების განმსაზღვრელი ტექნოლოგიით
20:55 21.01.2021
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „იმედინიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ იგეგმება ნარჩენების სეპარირების გამართული სისტემის შექმნა, რომელიც ნარჩენების ხარისხიანად გადამუშავებას უზრუნველყოფს. ამ ვალდებულებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აკისრებს.

მაია ბითაძის განცხადებით, სისტემა ისე აეწყობა, რომ მოქალაქეებს გაუჩნდებათ სურვილი, ნარჩენები დაახარისხონ და სპეციალურ ურნებში მოათავსონ. მისი თქმით, საპილოტე პროექტი უკვე დაიწყო თბილისში, კერძოდ ჭავჭავაძის გამზირზე დამონტაჟდა ურნები, რომლის ტექნოლოგიურად აღჭურვის შემთხვევში, შესაძლებელი იქნება იმის დადგენა, რამდენად სწორად დაახარისხეს მოქალაქეებმა ნარჩენები.

„თუ განხორციელდა ამ ურნების პროგრამული უზრუნველყოფა და მოსახლეობას ბარათები დაურიგდა, ისინი ბარათის მეშვეობით შეძლებენ ურნის გახსნას და ნარჩენების გადაყრას. ეს იქნება გარკვეულწილად საიდენტიფიკაციო ბარათი, რომლის მეშვეობითაც დადგინდება, თუ რამდენად სწორად დაახარისხეს და მოათავსეს ურნებში ნარჩენები. შესაძლებელი იქნება იმის იდენტიფიცირება, თუ ვინ დაარღვია ტექნოლოგიურად განსაზღვრული პროცესი“, - განაცხადა ბითაძემ.

მისი თქმით, ამ ურნებთან, საერთო ნარჩენებისთვის განკუთვნილი სპეციალური კონტეინერებიც განთავსება, სადაც არ მოხდება ნარჩენების სეპარირება. კერძოდ ცალკე არ დახარისხდება საჭმლის ნარჩენები, შუშა, რკინა და პლასტმასი.

მაია ბითაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე დამონტაჟებული ურნებისთვის ნარჩენების სეპარირების განმსაზღვრელი ტექნოლოგია ჯერ შეძენილი არაა. „ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებული ურნების სიღრმე ჩვეულებრივზე 4-ჯერ მეტია და შესაბამისად მეტი ნარჩენის განთავსებაა შესაძლებელი. ასევე ურნები აღჭურვილია სპეციალური სისტემით. კერძოდ, როცა ურნა ნარჩენით აივსება, ცენტრს ამის შესახებ მიეწოდება ინფორმაცია და მხოლოდ შემდეგ ხდება ნარჩენის გატანა. ეს საკმაოდ ეფექტურია, რადგან იზოგება საწვავი და ნარჩენების შემგროვებელი მანქანა ადგილზე, მხოლოდ ინფორმაციის მიღების შემდეგ გადის“, - აღნიშნა ბითაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა