logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო: დიზელის ხარისხი ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდა
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო: დიზელის ხარისხი ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდა
14:49 21.01.2021
საქართველოს მთავრობამ „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ” N238 დადგენილებაში ცვლილებები დაამტკიცა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, დიზელის საწვავი მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროდირექტივით განსაზღვრული პარამეტრების ნუსხას.

"დიზელის ხარისხობრივი მოთხოვნები ეტაპობრივად უმჯობესდება და, დადგენილი პარამეტრების ფარგლებში, 2019 წლიდან შეესაბამება ევრო 4 სტანდარტს, რაც გოგირდის მცირე შემცველობას გულისხმობს. დიზელის ხარისხის ევრო 5 ნორმამდე გაზრდა მომავალი წლის 1 იანვრისთვის არის განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ, 2020 წლის ბოლოს, ღონისძიებები განხორციელდა ბენზინთან მიმართებითაც და განისაზღვრა ევროდირექტივით დადგენილი ყველა პარამეტრი.

საავტომობილო საწვავის ხარისხის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას. ავტომობილებში გაუმჯობესდება წვის პროცესი, რაც უზრუნველყოფს აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების გაფრქვევების შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ საავტომობილო საწვავის ხარისხის დადგენილი ნორმების დარღვევებისთვის სანქციების მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით, 2020 წელს ცვლილებები შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში.

საავტომობილო საწვავის რეგულარულ მონიტორინგს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს" - აცხადებენ სამინისტროში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა