ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ წუთებში მთავრობის კანცელარიისკენ დაიძრნენ.
აქციის მონაწილეები საქართველოს ციხეებში პატიმრების მიმართ არაადმიანურ მოპყრობას აპროტესტებენ.
აქციას მძღოლები სოლიდარობას ავტომობილების სიგნალებით უცხადებენ. აქციის მონაწილეები კანცელარიისკენ შეძახილებით მიემართებიან.
აქცია ფილარმონიასთან 12:00 საათიდან მიმდინარეობს.

















