ფილარმონიასთან მიმდინარე აქციას მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა შეუერთდა.
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, დღევანდელ აქციაზე მისი მისვლის მიზეზი ის არის, რომ მას არ სურს „ორანგუტანგების გალიაში ცხოვრება“.
„მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც ადამიანები სახლობენ და არა ორანგუტანგები და გორილები. მე არ მინდა, რომ ეს ქვეყანა ზოოპარკად გადაიქცეს“ - განაცხადა ხაინდრავამ და აღნიშნა, რომ აუცილებლია, საზოგადოებამ მსოფლიოს წინაშე ის სირცხვილი ჩამოირეცხოს, რომელიც მას ბოლო დღეებში მიადგა.
ხაინდრავას თქმით, სანამ ეს არ მოხდება, ქვეყანაში ნებისმიერი ინსტიტუციის არსებობაზე საუბარი ზედმეტია.

















