სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვს,
რომელიც ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში ასახულ პატიმრების წამების ფაქტებს გამოიძიებს.
ამის შესახებ პატრიარქმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა.
„საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით მივმართავ სრულიად საქართველოს. გუშინ და დღეს მასმედიის საშუალებით ვრცელდება შემაძრწუნებელი კადრები, რაც ხდება დღეს ციხეებში. ვგმობთ ამ მოქმედებებს და მივმართავთ საზოგადოებას - შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც გამოიძიებს ამ ფაქტებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა პატიმრების უფლებები იყოს დაცული“ - ბრძანა პატრიარქმა.
მან წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ციხეებში მსგავსი ფაქტები ფიქსირდება.

















