logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: პირველ თებერვლამდე არსებული შეზღუდვები გახანგრძლივდება
გიორგი გახარია: პირველ თებერვლამდე არსებული შეზღუდვები გახანგრძლივდება
12:39 15.01.2021
მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, რომ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება პირველ თებერვლამდე არსებული შეზღუდვები გავახანგრძლივოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად სახეზეა პოზიტიური დინამიკა, თუმცა დღეში, დაახლოებით 1 500-მდე შემთხვევა საქართველოსთვის მაინც მაღალი ციფრია.

„მოგეხსენებათ, იანვარში საერთოდ თითქმის უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩვენ ყველას ერთად გვიწევს პანდემიასთან ბრძოლა. დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა რომ 1 წელი გავიდა რეალურად პანდემიასთან ბრძოლა საქართველოშიც და გლობალურად მსოფლიოშიც გრძელდება. დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს 1177 შემთხვევა ინფიცირებისა, რაც რა თქმა უნდა იმ მიზნობრივი შეზღუდვების ღონისძიებების შედეგად, რომელიც ჩვენ ბოლო 2 თვის განმავლობაში განვახორციელეთ პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აბსოლუტურ ციფრებში დღეს დაახლოებით დღეში 1500 ინფიცირებული საქართველოსთვის საკმაოდ მაღალი ციფრია და მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, რომ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, მაინც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და პირველ თებერვლამდე არსებული შეზღუდვები გავახანგრძლივოთ. ყველას უნდა გვესმოდეს, ვხედავთ რა ხდება ევროპაში, ყველგან მძიმდება მდგომარეობა, შეზღუდვები სულ უფრო და უფრო მკაცრდება, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში, ქვეყანაში პირველ თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რომელიც დღეს მოქმედებს,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ბიზნესის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ შემუშავდეს ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა.

„ამასთან ერთად, პარალელურად, ჯანდაცვის, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ბიზნესის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ყველამ ერთად შევიმუშაოთ ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა, ეს არის როგორც ტესტირების სქემები, ასევე ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავეთ. მოგეხსენებათ, შემდგომი ეტაპისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებულად გავაგრძელოთ როგორც ეპიდემიასთან ბრძოლა, ისე ეკონომიკის ეფექტური გახსნა, ცოტათი უნდა შევცვალოთ მუშაობის სქემა, აქ 3 ახალი პრიორიტეტი ჩნდება პანდემიასთან ბრძოლაში, პირველ რიგში ეს გახლავთ - ტესტირების სქემის შეცვლა, მოგეხსენებათ ქვეყანაში ტესტირების რაოდენობა გაზრდილია და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ, მეორე იქნება ასევე მნიშვნელოვანი - მიზნობრივი ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნება, იქ სადაც ეს საჭირო იქნება და რა თქმა უნდა - ვაქცინაცია,“- განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა