ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები 15:00 საათისთვის მსვლელობით მთავრობის კანცელარიისკენ გაემართებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შორენა შავერდაშვილმა განუცხადა, მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეებს ის სტუდენტები შეუერთდებიან, რომლებიც ამ დროისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მართავენ აქციას.
მისივე ცნობით, აქციაზე ელოდებიან ასევე გლდანში სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებასთან შეკრებილ პატიმართა მშობლებსაც.
„მსვლელობით გავემართებით კანცელარიისკენ, რათა მოვითხოვოთ მაღალი თანამდებობის პირთა გადაყენება“-აღნიშნა შავერდაშვილმა.

















