logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გოჩა ლორთქიფანიძე: პენიტენციურ სისტემაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება
გოჩა ლორთქიფანიძე: პენიტენციურ სისტემაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება
15:58 11.01.2021
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ პენიტენციურ სისტემაში covid-19-თან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. გოჩა ლორთქიფანიძემ საუბარი დაიწყო პენიტენციურ სისტემაში covid-19-ის პრევენციისა და მართვის სისტემით.

„მოგეხსენებათ, 2020 წლის მარტიდან უკვე გატარდა კომპლექსური პრევენციული ღონისძიებები, როგორიც არის საკარანტინო ზონების მოწყობა, რეგულარული თერმოსკრინინგი, ტესტირება, მობილობის შემცირება პენიტენციურ დაწესებულებებში და ამ ძალისხმევის შედეგად ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რაც გვაქვს. ჩვენ ახლა გვიყურებს პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი, ვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ამ თავდადებული შრომისთვის და იმისათვის, რომ 10 თვის განმავლობაში ჩვენ შევძელით კოვიდის გარეშე სისტემის შენარჩუნება. ვიტყვი პირდაპირ, რომ ეს ვერ მოახერხეს მსოფლიოს, ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა და ამ მიღწევის შესახებ საუბარი იყო 2020 წლის ნოემბერში ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშიც. რა თქმა უნდა, არასერიოზული იქნება იმისი მოლოდინი და მტკიცება, რომ ჩვენ უსასრულოდ შევძლებდით ისეთი ვირუსის შეჩერებას, რომელმაც მოიცვა მთლიანად მსოფლიო. რომ შევაფასოთ, აღსანიშნავი ის კი არ არის, რომ ოდესღაც ვირუსმა შეაღწია პენიტენციურ სისტემაში, არამედ აღსანიშნავია, რა რეზულტატი მოგვცა ჩვენ 10 თვით ვირუსის შეკავებამ. ამას აქვს ძალიან კონკრეტული შედეგები და გამოხატულება. კერძოდ, ჯანდაცვის სისტემა, პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის სეგმენტის ჩათვლით, სრულად მომზადებულია, რომ ვმართოთ ინფიცირების ყოველი შემთხვევა. ეს რომ არ ყოფილიყო, ძნელად წარმოსადგენია, რა შედეგები გვექნებოდა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, დღეისათვის პენიტენციურ სისტემაში ვირუსი კონტროლს ექვემდებარება, სრულად არის მართვადი და გამომდინარე ახალი ეტაპიდან, როგორც კი პირველი სიმპტომები გაჩნდა, პენიტენციურმა სისტემამ დაიწყო ყველა პენიტენციური დაწესებულების ინტენსიური ტესტირება, ინფიცირებული პატიმრების გამოვლენა, იზოლირება და მკურნალობა.

„ამას აქვს სისტემური ხასიათი და ახლაც გრძელდება. დღეის მდგომარეობით, PCR ტესტირება ჩატარებულია 4 დაწესებულებაში. ეს არის არასრულწლოვანთა, ქალთა, ბათუმის და გეგუთის დაწესებულებები. მინდა აღვნიშნო, რომ ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა ვირუსის ნიშნები არსად გამოვლენილა. ბოლოს, ვრცელდებოდა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, განსაკუთრებით, რომ გეგუთი დაიცალა, რომ გეგუთში მძვინვარებს ეპიდემია და ა.შ. გეგუთი მართლაც დაიცალა, მაგრამ ჯანღისგან დაიცალა და გამოჩნდა რეალური სურათი, რაც გვაქვს და რის შესახებაც ჩვენ პროაქტიულად ყოველთვის გატყობინებთ. კერძოდ, გეგუთში 763 ტესტიდან ყველა არის უარყოფითი. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, მით უმეტეს, ისეთ მგრძნობიარე თემებზე, როგორიცაა პენიტენციური სისტემა და შეიძლება პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების შეშფოთება გამოიწვიოს. არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში, რაც არ უნდა პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში ვიყოთ და პოლიტიკურ მიზნებს ვემსახურებოდეთ, საბოლოოდ ამ ქვეყანაში მთლიანად საზოგადოება იზომება ჩემი, თქვენი ურთიერთობით და ქცევით, როგორ ვეპყრობით ჩვენ პენიტენციურ სისტემას და როგორი ადამიანები ვართ ჩვენ. ახლა, ამ წუთებში, როდესაც ვსაუბრობთ, ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს N2 პენიტენციურ ქუთაისის დაწესებულებაში, ბრალდებულ/მსჯავრდებულებს უტარდებათ PCR ტესტირება და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ინტენსიური ტესტირება განყენებულად არის რაღაც პანაცეა”, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, ინტენსიურ ტესტირებამდე მუშაობს covid-19-ის აღმოჩენის, კონტროლისა და მართვის სისტემა. სიმპტომების აღმოჩენისა და დადასტურების შემთხვევაში სამოქალაქო სექტორის კლინიკაში PCR ტესტირების შედეგად covid-19 4 პატიმარს დაუდასტურდა, 2 მათგანი არის ქსნის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, 1 არის რუსთავის, ხოლო 1 - N8 პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრციდან.

აქვე მინისტრმა განმარტა, რომ ვინაიდან მოცემული პირი N8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან იყო სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანილი, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი პენიტენციურ დაწესებულებაში არ ყოფილა და დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან შეხება არ ჰქონია.
დაბოლოს, გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ პატიმრებისთვის ჩატარებული ყველა ტესტირების შედეგები საზოგადოებას ეტაპობრივად ეცნობება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა