logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პენიტენციური სამსახური: ვითარება პენიტენციურ სისტემაში კონტროლს სრულად ექვემდებარება
პენიტენციური სამსახური: ვითარება პენიტენციურ სისტემაში კონტროლს სრულად ექვემდებარება
00:06 08.01.2021
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოებისა და, პირველ რიგში, პატიმრების ოჯახების ინფორმირების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს:დღეისათვის კოვიდინფექცია დადასტურებულია მხოლოდ ერთ – ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქ PCR ტესტირების შედეგად გამოვლინდა დაავადების 23 შემთხვევა. ინფიცირებულები იმყოფებიან მედიკოსების დაკვირვების ქვეშ. ყველა ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს და მათ არავითარი სიმპტომი არ აღენიშნებათ.

მითითებული ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა დაუყოვნებლივ, ტესტირების შედეგების სრულად მიღებისთანავე. ინფორმაცია გასაჯაროვდა სწორედ ტესტირების პასუხების სრულად მიღების შემდეგ, როგორც იმთავითვე გეგმავდა სპეციალური პენიტენციური სამსახური, და ეს არ ყოფილა განპირობებული მედიის ინტერესით ან რაიმე სხვა მიზეზით;

PCR ტესტირება, რომელმაც შესაძლებელი გახადა კოვიდდადებითი პატიმრების გამოვლენა, იყო გეგმური. კერძოდ, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 2020 წლის 31 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო და ამის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ, 2021 წლის 1-ლ იანვარს გამოაქვეყნა (https://www.facebook.com/.../a.65864302.../3605338732875465/).

31 დეკემბერს №11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 22 მსჯავრდებულისთვის ჩატარებული PCR ტესტირების ყველა პასუხი უარყოფითი იყო. 2021 წლის 3 იანვარს PCR ტესტირება №5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში მყოფ 329 ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩაუტარდა, სადაც გამოვლინდა უსიმპტომო პაციენტები. დღეისათვის, დამატებით გვაქვს ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებაში PCR ტესტირების პასუხები და ყველა მათგანი უარყოფითია;რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქსნის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პატიმარი გარდაიცვალა არა ციხეში, არამედ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც გადაიყვანეს რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს, რის გამოც სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. მსჯავრდებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იმყოფება სამოქალაქო კლინიკაში, მიუხედავად იმისა, რომ დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებათ. ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა დაუყოვნებლივ, 1-ლ იანვარს და ის დღესაც ხელმისაწვდომია ჩვენს ფეისბუკგვერდზე https://www.facebook.com/.../a.65864302.../3605338732875465/;

გლდანის ციხეში პატიმრის ინფიცირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. პირი, რომელზედაც ადვოკატი საუბრობს, №8 დაწესებულებაში საერთოდ არ მოხვედრილა. ვირუსის პრევენციის მიზნით, პენიტენციურ სისტემაში დადგენილი წესის შესაბამისად, ბრალდებული 20 ნოემბრიდან იმყოფებოდა საკარანტინე სივრცეში, საიდანაც 26 ნოემბერს ფსიქიატრის რეკომენდაციით გადაყვანილ იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნულ ცენტრში. სამოქალაქო კლინიკიდან ბრალდებული 7 დეკემბერს გადაიყვანეს №18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც, პენიტენციურ სისტემაში ვირუსის პრევენციის მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულების პერიმეტრის გარეთ სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტში გაუკეთდა სწრაფი ტესტი და დაფიქსირდა დადებითი პასუხი. ამიტომ ბრალდებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, საიდანაც 2021 წლის 5 იანვარს გათავისუფლდა გირაოს საფუძველზე. შესაბამისად, გლდანის ციხის არცერთ პატიმართან მას კონტაქტი არ ჰქონია;ინფორმაცია, თითქოს №14 პენიტენციურ (გეგუთის) დაწესებულებაში კოვიდ-19 გავრცელდა და პენიტენციურ სამსახურს დაწესებულების პატიმრები სხვაგან გადაჰყავს, სრული სიცრუეა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს, როგორც ექვემდებარებოდა აქამდე. კონტროლის ყველა ის მექანიზმი, რაც ემსახურება კოვიდვირუსის პრევენციას, მის აღმოჩენას, გამოვლენას, ასევე, კონტროლს და ვითარების მართვას, კვლავ მოქმედებს ეფექტურად, როგორც აქამდე მოქმედებდა;ყველა პენიტენციური დაწესებულება მზადაა მოვლენათა შემდგომი განვითარებისათვის, არსად არ არსებობს მედპერსონალის, თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებების ან მედიკამენტების დეფიციტი;სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებდა და კვლავაც მოქმედებს სრული გამჭვირვალობის პრინციპით, დაუყოვნებლივ ავრცელებდა ინფორმაციას ყველა გატარებული ღონისძიების შესახებ და ასე იქნება მომავალშიც უწყება საზოგადოებას მიაწოდებს ყველა ინფორმაციას ტესტირებების და ტესტირების პასუხების შესახებ დაუყოვნებლივ, როგორც კი ეს ინფორმაცია მის ხელთ იქნება.

უწყება მოუწოდებს ყველა ორგანიზაციასა და პირს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას საპატიმროებში კოვიდ-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას, რათა უნებლიე ზიანი არ მიადგეს პატიმრების, მათი ოჯახებისა და საზოგადოების ინტერესებს" - აცხადებენ უწყებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა