logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კავკასიის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კავკასიის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
13:58 05.01.2021
კავკასიის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობა გულისხმობს, თიბისის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების ცოდნის გაღრმავებასა და მათ ჩართულობას თიბისის როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებით, ასევე კულტურულ პროექტებსა და ღონისძიებებში, საჯარო ლექციებში, სემინარებსა და ვორქშოპებში. წარმატებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები თიბისის დასაქმების, სტაჟირებისა და სტიპენდიის სხვადასხვა პროგრამაში ჩაერთვებიან.

თიბისი კავკასიის უნივერსიტეტის სამომავლო პროექტებსაც დააფინანსებს, მათ შორის საუნივერსიტეტო კამპუსსა და სკოლას ბათუმში, რომლის გახსნაც 2023 წელს იგეგმება და რომელიც 1500-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე და 500-მდე მოსწავლეზეა გათვლილი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, თიბისისთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან კერძო და საჯარო სექტორებში, საერთაშორისო კომპანიებში, როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თიბისის, როგორც ახალგაზრდების მხარდამჭერის სტატუსი, ჩვენთვის მეტ დასაქმებულ სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ნიშნავს. უკვე წლებია კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს მაღალი ნდობა და რეპუტაცია, იყოს საუკეთესო - არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ეს ყველაფერი თიბისისა და სხვა ძლიერი პარტნიორების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა“, - კახა შენგელია, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

ახალგაზრდებისთვის მათ ინტერესებზე მორგებული შესაძლებლობებისა და ცოდნის გაზიარება, თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიეტეტია. ამ მიმართულებით კომპანია სხვადასხვა პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია.

„ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული საგანმანათლებლო პროექტის შემდეგ, თიბისი და კავკასიის უნივერსიტეტი მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებენ. ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ, თიბისი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას აქტიურად ეთანამშრომლება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავხდეთ იმ უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორები, რომლის მიდგომები სრულ თანხვედრაშია თიბისის ფასეულობებთან. ორ ათწლეულზე მეტია კავკასიის უნივერსიტეტი მუდმივად ვითარდება და პროფესიული ცხოვრებისთვის ისეთ კურდსამთავრებულებს ამზადებს, რომლებიც მომავალში, სხვადასხვა სექტორში და სფეროში საუკეთესოები და კონკურენტუნარიანები არიან. გვეამაყება, რომ ამ ახალგაზრდების წარმატებების თანამონაწილე დღეიდან თიბისიც გახდება“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით იწყება და დღეს აერთიანებს - ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებს. უნივერსიტეტი სტუდენტებს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებსა და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას სთავაზობს.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა