ფილარმონიასთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, პატიმრების ახლობლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა შეკრება უკვე დაიწყეს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, უნდა დადგეს მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალაიას, დიმიტრი შაშკინის და ხათუნას კალმახელიძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან მისივე განმარტებით, სწორედ, მათ ჩამოაყალიბეს სასჯელაღსრულების სისტემა ისეთად, როგორიც დღესაა.
„წამების ფაქტები უკვე წლებია გრძელდება და მიმდინარეობს დღესაც. ამ ყველაფრის შემდგე აუცილებლად უნდა გადადგეს თანამდებობიდან პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თუ მას ღირსება შერჩენია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ იგი კადაფის ბედს გაიზიარებს“ - განაცახდა ნიკოლოზ მჟვანაძემ.
მისივე თქმით, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე მხოლოდ პაიკის როლს ასრულებდა. ძირითად გადაწყვეტილებებს კი, მიხეილ სააკაშვილი იღებდა. ამიტომ, მჟავანაძის თქმით, კალმახელიძის თანამდებობიდან გათავისუფლება საკმარისი არ არის.
როგორც მან აღნიშნა, გამოკვეთილია დანაშაულის ნიშნები და მტკიცებულებებიც სახეზეა.

















