logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეებისთვის განმავითარებელი აქტივობების კრებული შემუშავდა
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეებისთვის განმავითარებელი აქტივობების კრებული შემუშავდა
11:50 03.01.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის მოამზადა „განმავითარებელი აქტივობების კრებული“, რომელიც მოსწავლეებს წერითი, საკომუნიკაციო, შემეცნებითი და მოტორული უნარების განვითარებაში დაეხმარება.

სახელმძღვანელო, რომელიც ოთხი სხვადასხვა – კითხვითი, წერითი, თხრობითი და მათემატიკური - ნაწილისაგან შედგება, ხელს შეუწყობს მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში. ამასთან, კრებული პედაგოგებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებს მისცემს საშუალებას, დისტანციური სწავლებისას მოსწავლეებს სახლის პირობებში შესთავაზონ მათ ინტერესებზე მორგებული, მარტივი, საინტერესო და განმავითარებელი აქტივობები.

რაც შეეხება სკოლებს, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში შემუშავებული მრავალფეროვანი მეთოდები, სტრატეგიები, რესურსები და აქტივობები მათ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მიღწევაში დაეხმარება. სახელმძღვანელო „განმავითარებელი აქტივობების კრებული“ ხელმისაწვდომია ბმულზე: http://inclusion.ge/res/docs/20201231171803437.pdf

"სამინისტროს პრიორიტეტს ყველა მოსწავლისთვის უწყვეტ, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზუნველყოფა და ინკლუზიური განათლების განვითარება წარმოადგენს. ამ მიმართულებით 2020 წელს ზოგადი განათლების სისტემაში არაერთი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის პრაქტიკული გზამკვლევი - „სკოლები პანდემიის დროს“, მომზადდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ასისტენტის გადამზადების ონლაინ ტრენინგმოდული და გადამზადდა საჯარო სკოლებში დასაქმებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების 200-მდე ასისტენტი. გარდა ამისა, დისტანციური სწავლების პროცესში სპეცალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, მომზადდა რეკომენდაციები მშობლებისთვის, შეიქმნა სარეკომენდაციო ვიდეორგოლები მასწავლებლებისთვის, ხოლო მულტიდისცპლინური გუნდის მიერ ხორციელდება სკოლების მხარდაჭერა, რაც გუნდის წევრების მიერ სპეციალური მასწავლებლების კოორდინაციას გულისხმობს. სსსმ მოსწავლეთა განათლებას ხელს უწყობს პროექტი „ტელესკოლაც“, სადაც გაკვეთილების დაგეგმვისას, სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციებით, გათვალისწინებულია აღნიშნულ მოსწავლეთა ინტერესებიც" - აცხადებენ სამინისტროში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა