logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავამ საქართველოს ახალი წელი სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრიდან მოულოცა
ნათია თურნავამ საქართველოს ახალი წელი სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრიდან მოულოცა
13:57 01.01.2021
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ახალ წელს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრს ეწვია და ღამის ცვლაში მომუშავე თანამშრომლებს ახალი წელი პირადად მიულოცა. ეს მინისტრის ერთგვარი ტრადიციაა, რადგან წინა წლებშიც ნათია თურნავა ახალ წელს აღნიშნულ სახელმწიფო საწარმოში იმყოფებოდა.

„ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ, 2021 წელს. მინდა, ვუსურვო ბედნიერება, წარმატება, ჯანმრთელობა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ახალ წელს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს,“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრთან ერთად ეროვნული სადისპეჩერო ცენტრის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცეს მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა და სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილმა.

საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში ნათია თურნავა მართვის ფარის მუშაობას გაეცნო, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელი. ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში 24-საათიანი უწყვეტი მორიგეობაა – ცვლაში მორიგეობს სამი დისპეტჩერი, რომლებიც ახორციელებენ მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან ოპერატიულ მოლაპარაკებებს; ელექტროსადგურების, ქვესადგურების და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ოპერირებას ნორმალურ და ავარიულ სიტუაციებში; ელექტროსადგურებში სიმძლავრის ბალანსების კონტროლს და ექსპორტ-იმპორტის გრაფიკების დაცვასა და მონიტორინგს.

„სწორედ აქედან არის უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების უწყვეტი ენერგომომარაგება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ოჯახი საქართველოში უსაფრთხოდ და საიმედოდ იყოს მომარაგებული და აგრეთვე იმისთვის, რომ ელექტროენერგია ხელმისაწვდომი იყოს მიუხედავად ყველა ცვლილებისა ტარიფში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ახალი მოცემულობა არცერთმა ოჯახმა არ იგრძნოს,“ - განაცხადა მინისტრმა.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც დისპეტჩერიზაციის ერთადერთი ლიცენზიანტი, პასუხისმგებელია ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებასა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა