logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
15:06 30.12.2020
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს:  
,,პანდემიის გამო, ბუნებრივია, 2020 წელს სრულიად განსხვავებულ გარემოში მოგვიწია მუშაობა. გარდა იმისა, რომ ცენტრს უნდა შეეფასებინა დაახლოებით 70 000 გამოსაცდელის ცოდნა და უნარები, უმნიშვნელოვანესი იყო მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამ მიზნით შეიცვალა გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების სქემები. შესაბამის ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება ცენტრმა წარმატებით შეძლო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ გამოწვევების დროს გვერდით დაგვიდგა და მათი დახმარებისა და დიდი შრომის ფასად მივაღწიეთ სასურველ შედეგს. გამოცდების ჩატარების გარდა, ცენტრი ბევრ სხვა საქმიანობასაც ეწევა. თითოეული მიმართულება მნიშვნელოვანია განათლების სისტემის განვითარებისათვის. განსაკუთრებით ყურადსაღებია საგანმანათლებლო კვლევები, რომელთა შედეგებზე დაყრდნობითაც შესაძლებელია განათლების პოლიტიკის უკეთ დაგეგმვა“ - აღნიშნავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე.

2020 წლის საქმიანობის ჩამონათვალი:
• ერთიანი ეროვნული გამოცდები;
• საერთო სამაგისტრო გამოცდა;
• სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
• მასწავლებლობის მსურველთა ტესტირება;
• პროფესიული ტესტირება;
• ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა;
• საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა გამოცდა;
• „შეფასება განვითარებისთვის“;
• საერთაშორისო გამოცდები;
• საერთაშორისო და ეროვნული საგანმანათლებლო კვლევები;
• თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
• ცენტრის მიერ გაწეული საკონსულტაციო მომსახურება/პროექტები.


2020 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდა ჩაუტარა 70 000-მდე გამოსაცდელს, შეარჩია 3000-მდე თანამშრომელი და ონლაინ ფორმატით ტრენინგები ჩაუტარა გამოცდების ორგანიზებაში ჩართულ თითოეულ პირს. იმისათვის, რომ გამოსაცდელთა რაოდენობა სექტორებში მათივე უსაფრთხოების მიზნით შემცირებულიყო, გაიზარდა საგამოცდო სესიების რაოდენობა. ცენტრმა უზრუნველყო რამდენიმე სახის საგამოცდო სივრცის მოწყობა და დამატებითი უსაფრთხოების ზომებით საკარანტინო სივრცეების აღჭურვა. კოვიდინფიცირებული აბიტურიენტისათვის ცენტრის თანამშრომლებმა საგამოცდო სივრცე მოაწყვეს სამედიცინო კლინიკაში.

გამოსაცდელთა მეტი ინფორმირების მიზნით დაიწყო აქტიური საინფორმაციო კამპანია: ონლაინ ღია კარის დღეები, „კითხვები საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებთან“, „ხშირად დასმული კითხვები და პასუხები“, „ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტების რჩევები 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებს“ და სხვ. მომზადდა საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელების მონაწილეობით საინფორმაციო ვიდეორგოლები „ტელესკოლისთვის“, წინასაგამოცდო პერიოდში 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა ცხელი ხაზი.

უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით 2020 წელს ცენტრმა ჩაატარა გამოცდები მასწავლებლობის მსურველთათვის, ასევე ტესტირება პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად. ცენტრმა ადმინისტრირება გაუწია საერთაშორისო გამოცდებსაც.
ახალი რეალობის გათვალისწინებით, წელს პირველად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ახალი ფორმატით, დისტანციურად ჩაატარა.

ცენტრმა მიმდინარე წელს გამოაქვეყნა სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევის ანგარიშები. მათ შორისაა: მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2018: საქართველოს ანგარიში; სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა - TALIS 2018; მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა TIMSS – 2019.
გამოცდების დასრულებისთანავე ცენტრმა დაიწყო მზადება 2021 წლის საგამოცდო პროცესისათვის. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ცენტრი მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს" - აცხადებენ უწყებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა