logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
FAO საქართველოს კალიებთან ბრძოლაში დაეხმარება
FAO საქართველოს კალიებთან ბრძოლაში დაეხმარება
14:29 30.12.2020
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კალიების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარება.

მიმდინარე წელს, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, კალიების რაოდენობა და გავრცელების არეალი მკვეთრად გაიზარდა. 2020 წლის მონაცემებით, იტალიური და მოროკოული კალიის ექსპანსიამ საქართველოში 72 000 ჰექტარი მოიცვა, მაშინ როდესაც გასულ წლებში, მავნებლის გავრცელების არეალი 20 000 - 30 000 ჰექტარს არ აღემატებოდა.

„მსოფლიოში არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მავნებლის რაოდენობის ზრდა აგრარულ სექტორს და, ზოგადად, გარემოს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ჩვენი ამოცანაა, მზად ვიყოთ ამ გამოწვევებისთვის. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ახალი პროექტი, რომელიც კალიების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მხარდაჭერას გულისხმობს, ხელს შეუწყობს სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას, უზრუნველყოფს პრევენციული ღონისძიებების დროულად გატარებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების და მწვანე საფარის განადგურებისგან დაცვას. ეს ყოველივე კი, შესაძლებლობას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

კალიების პოპულაციის მართვისა და პრევენციის მიმართულებით, FAO-ს, მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებისთვის ტექნიკური დახმარების 60-წლიანი გამოცდილება აქვს.

„ორგანიზაცია წამყვან როლს თამაშობს კალიების მენეჯმენტის კოორდინირებაში გლობალურ დონეზე. ჩვენ დიდი ცოდნა გვაქვს ამ მიმართულებით და ვეცდებით, რომ საქართველოს დავეხმაროთ კალიის გავრცელებით გამოწვეული სასურსათო ზარალი და გარემოსთვის შესაძლო ზიანი თავიდან ავარიდოთ “, - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ.

FAO-ს პროექტი „საქართველოში კალიების შემოჭრისადმი მზაობა და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება“ მავნებლის გავრცელების არეალში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლისგან დაცვასა და მოსავლის გადარჩენას ისახავს მიზნად.

მხარდაჭერის ღონისძიებები კომპლექსურია და მოიცავს მავნებელთან ბრძოლის რამდენიმე მიმართულებას: მავნებლის საველე კვლევას, მცენარეთა დამუშავებასა და კონტროლს (40 000 – 50 000 ჰა მიწის ფართობზე), საჭირო დანადგარებისა და მასალების შეძენას, მონიტორინგის განხორციელებას, გარემოზე შეწამვლითი ღონისძიებების ზემოქმედების ანალიზს. დაგეგმილია საინფორმაციო სახელმძღვანელოების გავრცელება და სპეციალისტებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა