logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„თიბისელები შენთვის“ - თიბისელების საახალწლო საჩუქარი სოციალურად დაუცველ ოჯახებს
„თიბისელები შენთვის“ - თიბისელების საახალწლო საჩუქარი სოციალურად დაუცველ ოჯახებს
11:07 30.12.2020
წელს, თიბისელებმა ტრადიციულ საახალწლო საჩუქრებზე უარი თქვეს და გადაწყვიტეს იმ ადამიანებს დახმარებოდნენ, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა. თიბისიმ, იდეისთვის - „თიბისელები შენთვის“, 300 ოჯახის დასახმარებლად, 300 000 ლარი გამოყო. თიბისელებმა მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახები თავად შეარჩიეს და გუნდს მათი ისტორიები გაუზიარეს. სულ 300 ოჯახი შეირჩა, რომელიც საახალწლოდ, გუნდის სახელით, 1000 ლარიან დახმარებას მიიღებს.

„თიბისელები შენთვის“ პროგრამის - „თიბისი შენთვის“ ბოლო ეტაპია, რომელიც კომპანიამ წლის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად შექმნა. ჯამში 5 მილიონი ლარი დისტანციური განათლების ხელშეწყობას, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესებისთვის საკომისიო ხარჯების შემსუბუქებას მოხმარდა.

„თიბისი შენთვის“ ფარგლებში, თიბისიმ, როგორც ქვეყანაში ბიზნესის N1-მა მხარდამჭერმა, კომპანიებთან თანამშრომლობის მოქნილი მოდელი შექმნა, რომელიც ბიზნესების საჭიროებებს ერგება იმისთვის, რომ ეკონომიკის სრული დატვირთვით ამოქმედებას მომზადებულები შეხვდნენ და შეუფერხებლად შეძლონ ფუნქციონირება.

„თიბისი შენთვის“ მომხმარებლებთან ერთად, გუნდის მხარდაჭერასაც გულისხმობს. თიბისისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალი გუნდის წევრები არიან. სწორედ ამიტომ, კომპანიის მთავარი დაპირება 2020 წელს გუნდის ყველა წევრისთვის სამუშაო ადგილის შენარჩუნება იყო. ამ დაპირების შესასრულებლად, თიბისის მენეჯმენტმა მიმდინარე წელს საბონუსე კომპენსაციაზე უარი თქვა, რაც მათი ანაზღაურების 70%-ია. თიბისიმ ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა და წლის განმავლობაში, გუნდში სხვადასხვა მიმართულებით 700 ახალი წევრი დაიმატა.

„2020 წელი თითოეული ჩვენგანისთვის და მთელი ქვეყნისთვის გამოწვევებით იყო სავსე. ამის მიუხედავად, წელს, გუნდის დახმარებით, „თიბისი შენთვის“ ფარგლებში, მოსახლეობას პანდემიით გამოწვეული სირთულეების გადატანაში დავეხმარეთ. ამ რეალობაში, როდესაც ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს დახმარება სჭირდება, გუნდში გაჩნდა იდეა - ჩვენი საახალწლო საჩუქრების ნაცვლად, თანხა იმ ადამიანების დასახმარებლად გამოგვეყენებინა, ვისაც დღეს მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. თიბისელებმა მძიმე სოციალური ფონის მქონე ოჯახები თავად შეარჩიეს და მათი ისტორიები გაგვიზიარეს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო - თბილისში, პატარა ქალაქებში, სოფლებში თუ მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ. თიბისელების აქტიურობა ძალიან მაღალი იყო და რაც მთავარია, თითოეული ჩვენგანი ძალიან ბედნიერი ვართ, რომ საახალწლოდ არაერთ ადამიანს გავახარებთ. ვფიქრობ, სიკეთის კეთების შესაძლებლობა ყველაზე დიდი საჩუქარია. თიბისის მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. მჯერა, რომ ამ ოჯახებს მცირედით მაინც შევუმსუბუქებთ მძიმე ზამთარს“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა