logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბესიკ ამირანაშვილმა 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა
ბესიკ ამირანაშვილმა 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა
14:54 29.12.2020
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა, სადაც 2020 წელს გაწეული მუშაობისა და 2021 წლისთვის განსახორციელებელი პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

სხდომას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები, მუნიციპალიტეტების მერები, მოადგილეები და საკრებულოს თავჯდომარეები.

სახელმწიფო რწმუნებულმა შეაჯამა რეგიონში 2020 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურულ პროექტები.

მასშტაბური პროექტები:

• დაგეგმილია აბასთუმნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი რაც მოიცავს ისტორიული სახლების რეაბილიტაციას, დაბის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას მდინარის ნაპირსამაგრ სამუშაოებს, პარკი „როშას“ რეაბილიტაციას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობების მშენებლობას.

• დაწყებულია , მიმდინარეობს და იგეგმება დაბა ბაკურიანში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ბმაშია 2023 და 2025 წლების საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებთან.

• ასპინძის მუნიციპალიტეტში განხორციელდება დ.ასპინძის ოთის, ოშორის, იდუმალის სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, მოხდება წყალშემკრები აუზების რეაბილიტაცია, საფილტრი ნაგებობების მშენებლობა, ავტომატიზირებული საქლორატოროების მშენებლობა, დაზიანებული ქსელის შეცვლა, წყლის დებეტის გაზრდა-ტენდერი შედგა, ხელშეკრულების გაფორმების პროცესია

• დაიწყება წაღვერის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია- მიმდინარეობს პროექტირება;

• მიმდინარეობს ვალეში წყალსადენის სისტემის სრული რეაბილიტაცია; 4988585ლ.
• მიმდინარეობს ქ.ახალციხის და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება. პროექტის განხორციელების შემდეგ ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
• გაგრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის 77 კმ. გზის რეაბილიტაცია, ზეკარის უღელტეხილზე 3 კმ. სიგრძის გვირაბით. დასრულდება 2024 წელს.
• გაგრძელდება ხულო-ზარზმის გზის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის სამი ეტაპი, დასრულდება 2022 წელს. აბსთუმნის 51 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდება მდინარის კალაპოტის გასწვრივ სრულად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე

• 2021 წელს დასრულდება ახალქალაქთან მისასვლელი გზის 9კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია .
• დასრულდა ახალქალაქი-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მიმართულებით 23 კმ. საგზაო მაგისტრალის მშენებლობა აგრეთვე ახალქალაქის შემოვლითი გზის 2.3 კმ. გზის რეაბილიტაცია

• დაიწყება ქალაქ ახალციხეში ყოფილი „მესაზღვრეთა ქალაქის“ რეკონსტრუქცია - განვითარება. ამ დროისთვის, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა 150 ბავშვზე.

• დიწყება ქალაქ ახალციხეში ტბის მიმდებარე ინფრასტრუქტურის განვითარება- ველობილიკები, სამი სტადიონი, ბავშვთა ატრაქციონები, შადრევანის აღდგენა, დასასვენებელი ზონის მოწყობა.

• დაიწყება ახალციხეში საცურაო აუზისა და სპორტკომპლექსის მშენებლობა.

• დასრულდა 2 სკოლის მშენებლობა ჩუნჩხასა და პტენაში , 2021 წელს დასრულდება 5 სკოლის ( ჭაჭარაქი, ორლოვკა, ბენარა, ღორთუბანი, ორგორა) მშენებლობა და 10 სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია და სხვა.

• აღსანიშნავია აგრეთვე ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფ. ჭიხარულასა და ბალანთის გზების რეაბილიტაცია. გზის მოწყობა გაგრძელდება 2021 წელს სოფ. ტაბაწყურამდე.

• მიმდინარეობს და გარძელდება ვაჩიანი-ოკამი- გოგაშენის გზის რეაბილიტაცია, მოასფალტებულია 9 კმ. დარჩენილია 11 კმ.

სხდომაზე ასევე განიხილეს ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის 2020 წლის გაწეული სამუშაო ანგარიში. აიპის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე , საანგარიშო პერიოდში სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობა და მიმართულებები გააცნო. მოხდა 2020 წლის ანგარიშისა და 2021 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის წარდგენა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა