logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პანდემიის მიუხედავად, ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს
პანდემიის მიუხედავად, ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს
12:20 28.12.2020
ტყის ეროვნული აღრიცხვის 2020 წლის შემაჯამებელი საჯარო ონლაინ შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ გახსნა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია 2019-2020 წლებში განხორციელებული საველე სამუშაოების, მისი ანალიზის, შედეგებისა და 2021 წელს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

2019-2020 წლებში, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები ჩატარდა გურიის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის ა/რ-ის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებულ ტყეებში და კახეთის ტერიტორიაზე არსებულ ტყის ნაწილში. 2021 წლისთვის, დაგეგმილია პროექტის დასრულება და დარჩენილი (ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და კახეთის დარჩენილი ნაწილი) რეგიონების აღწერა. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის დანერგვის განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე.
როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, სამინისტრომ შეძლო და საქართველოს 6 რეგიონში სრულად და კახეთში ნაწილობრივ დაასრულა ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის სამუშაოები.

„2021 წელს,ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოებიდასრულდება და განხორციელდება მიღებული მონაცემების დამუშავება. ტყის ეროვნული აღრიცხვიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია საქართველოს ტყეების მდგომარეობის მონიტორინგი. მიღებული მონაცემების ანალიზი საშუალებას მოგვცემს, შევიმუშაოთ სატყეო სექტორის განვითარებისთვის საჭირო სტრატეგიები და ვაწარმოოთ გამართული და მოქნილი საერთაშორისო ანგარიშგება”, - განაცხადა იური ნოზაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, საქართველოში და კავკასიის რეგიონში პირველად, გერმანიის მთავრობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, დაიწყო ტყის ეროვნული აღრიცხვა. სპეციალურად ამ პროცესისთვის შემუშავდა მეთოდოლოგია და ტექნიკური დოკუმენტაცია. მთავარ მიზანს სახელმწიფოსთვის ტყის მონიტორინგის ეროვნული სისტემის ფუნქციონირება და ქვეყანაში არსებულ ტყეებზე მონაცემთა სარწმუნო ბაზის შექმნა-გამოყენება წარმოადგენს. ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული და დამუშავებული ინფორმაცია სჭირდება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და წარმოადგენს საფუძველს, რომელიც დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა