logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
2020 წელს საუკეთესოდ შეფასებულ ხუთ ღვინოს შორის გამორჩეული ადგილი ქართულმა ღვინომ დაიკავა
2020 წელს საუკეთესოდ შეფასებულ ხუთ ღვინოს შორის გამორჩეული ადგილი ქართულმა ღვინომ დაიკავა
11:42 28.12.2020
The Morning Claret-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა, ბესთსელერის „ქარვისფერი რევოლუცია“ (Amber Revolution) ავტორმა საიმონ ვულფმა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ღვინის ერთ-ერთ საუკეთესო შემფასებლად ითვლება, 2020 წლის შემაჯამებელ სტატიაში მკითხველს ხუთი ღვინო გააცნო, საიდანაც ერთი ქართული ღვინო - 2016 წელს წარმოებული საფერავია.

საიმონ ვულფი განმარტავს, რომ ოჯახური ტიპის მეღვინეობის "ბიომარანი"-ის საფერავი "ნამდვილი ვარსკვლავი" და სრულიად განსაკუთრებულია. რაც შეეხება თავად სახელს - "ბიომარანი", ავტორი წერს, რომ ეს შთაგონებას იწვევს, რადგანაც ტექნიკური აღწერის თანახმად, მათ მიერ წარმოებული ღვინო „ორგანულზე გადასვლის“ ეტაპს გადის, რაც, მისივე შეფასებით, ძალიან კარგი დასაწყისია.

"ბიომარანმა" ჭეშმარიტად გამაოგნებელი ღვინო მიიღო, რომელიც მაგონებს უდიდეს ლუარის კაბერნე ფრანკს (Loire Cab Franc)" - წერს ვულფი. მისივე შეფასებით ამ ღვინოში სწორადაა შენარჩუნებული საფერავის წითელი კენკროვანი გემო, ისევე როგორც მისი მწკლარტე, მაგრამ დახვეწილი ტანინი და აქვე დასძენს, რომ "ლაღად იგრძნობა შეთამაშებული მიწის სურნელი, რასაც ისევ Cab Franc-მდე მივყავარ. ეს კი აღფრთოვანებას გვმატებს! ეს საფერავი ნადვილი vin de soif-ია, ტიპიურობითა და ენერგიით დატვირთული. და როგორც ყველა კარგი ქვევრის ღვინის შემთხვევაში, აქ ვერ ნახავთ ვერც ჭარბ ჟანგბადიანობასა და ვერც მუხის კასრის ზედმეტ გემოებს, რაც ამ ღვინოს განსაკუთრებით სახალისოს ხდის". ამასთან, ღვინის გამორჩეული შემფასებელი "ბიომარანს" მადლობას უხდის, რომ ეს 2016 წლის ღვინო ახლა გამოუშვა და არა მის ადრეულ ეტაპზე, რადგან მისივე აზრით, ეს ღვინო ბევრად კარგია, როდესაც ის რამდენიმე წლიანი დაძველებითაა.

საიმონ ვულფი ბევრს საუბრობს "ბიომარანის" ღვინოზე და სტატიას იმ იმედით ასრულებს, რომ “თუ ქისი და ხიხვიც ასეთივე კარგია, მხოლოდ ამისთვის ღირს მოუთმენლად დაველოდოთ 2021 წელს”.

გარდა ქართული ღვინისა, საიმონ ვულფის წლის შეფასება ესპანურმა, ფრანგულმა, სლოვაკურმა და იტალიურმა ღვინოებმა დაიმსახურეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა