logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: პანდემიის მიუხედავად, წელს ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს 145 მედალი, მათ შორის, 43 ოქრო
მიხეილ ჩხენკელი: პანდემიის მიუხედავად, წელს ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს 145 მედალი, მათ შორის, 43 ოქრო
15:23 27.12.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, საზოგადოებას 2020 წლის განმავლობაში სპორტის მიმართულებით მიღწეული შედეგები გააცნო, მასობრივი სპორტის განვითარების მნიშვნელობასადა ტოკიოს ოლიმპიადისთვის მზადების პროცესზე ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელი:„ყოველწლიურად იზრდება სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული მედლების რაოდენობა. პანდემიის მიუხედავად, წელს ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს 145 მედალი, მათ შორის, 43 ოქრო.“
2012 წლის შემდეგ მუდმივად მზარდი სპორტის ბიუჯეტი გახდა წინაპირობა იმ დიდი წარმატებების, რომელიც ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო სარბიელზე მოიპოვეს.

სპორტული ორგანიზაციების მძლავრმა ფინანსურმა მხარდაჭერამ სპორტის სხვადასხვა სახეობაში, საერთაშორისო ტურნირებზე, ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე საქართველოს ასობით მედალი მოუტანა. 2019 წელს კიდაფიქსირდა მედლების რეკორდული მაჩვენებელი, ჯამში 1258, მათ შორის 473 ოქრო.

მიხეილ ჩხენკელმა საგანგებოდ აღნიშნა, რომმომდევნო წლებში საქართველო უმასპინძლებსსაერთაშორისო მაღალი რანგის ტურნირებს, კერძოდ, ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში, მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით თხილამურებით სრიალსა და სნოუბორდში, 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს და ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს.2012 წლიდან ჩვენმა ქვეყანამ სპორტის სხვადასხვა სახეობაში არაერთ საერთაშორისო ტურნირს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველომ დაიმსახურა საერთაშორისო სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელი პირების ნდობა, რამაც განაპირობა დიდი სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის უფლების მოპოვება. გასულ წლებში საქართველოში ჩატარდა – ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, ჭიდაობაში, ძალოსნობაში, ევროპის სუპერთასის ფინალური მატჩი ფეხბურთში და მსოფლიოს ჩემპიონატი 20 წლამდელ მორაგბეთა შორის. წყალბურთის, კრივის, ხელბურთის ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატები და ბევრი სხვა მაღალი რანგის ტურნირი.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მასობრივი სპორტის განვითარებაა. სწორედ ამიტომ,წარმატებით ხორციელდებაისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა:ევროპის სპორტის კვირეული, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, სპორტის საერთაშორისო დღე–„სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის“ და მსოფლიო რბენა.მასობრივი სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც დადებითად აისახება პროფესიული და მაღალი მიღწევების სპორტის სახეობების განვითარებაზე.

ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. თბილისში და რეგიონებში აშენდა არაერთი, საერთაშორისო სტანდარტების სპორტული დარბაზი თუ არენა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. დაგეგმილია და იანვრიდან დაიწყება, თბილისის პარაცენტრის მშენებლობა. პარასპორტის განვითარება, ასევე პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

გასული წლის სპორტული მოვლენების შეფასებისას მიხეილ ჩხენკელმა, ყურადღება გაამახვილა პანდემიის გამო წარმოქმნილ გამოწვევებზე, რასაც სამინისტრო და სპორტული ორგანიზაციები ერთობლივი მუშაობით ღირსეულად გაუმკლავდნენ და შესაბამის უწყებებთან ერთად შედგენილი სპორტის პროტოკოლით სპორტსმენებს ვარჯიშებისა და სპორტული ღონისძიებების განახლების საშუალება მისცეს.

პრეზენტაციის ბოლოს მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებულად გამოყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, რომლისთვისაც ქართველი სპორტსმენები აქტიურად ემზადებიან. მინისტრმა მათ წარმატებული ასპარეზობა უსურვა და აღნიშნა, რომ ოლიმპიელებს აქვთ და მომავალშიც ექნებათ სამინისტროსა და მთლიანად სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალიცენზიო ტურნირები, რომელზეც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურები უნდა გათამაშდეს. სამინისტრო ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს ელოდება ტრადიციულ სპორტის სახეობებში: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ძალოსნობა, ფარიკაობა, ბატუტზე ხტომა, ტყვიის სროლა და ტანვარჯიში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა